მოურინიოს სეზონი არასოდეს დაუსრულებია 7 ქულაზე მეტი ჩამორჩენით

მოურინიოს სეზონი არასოდეს დაუსრულებია 7 ქულაზე მეტი ჩამორჩენით

პორტუგალიელ მწვრთნელს არც ერთი სეზონი არ აქვს დასრულებული ლიდერთან 7 ქულაზე მეტი ჩამორჩენით.


ყველა კარგად ხვდება, რომ წლევანდელი სეზონი არასახარბიელოა მადრიდელთათვის, და არა მხოლოდ მადრიდელთათვის, „განსაკუთრებულისთვისაც“. მისი გრძელი და წარმატებული სამწვრთნელო კარიერის პერიოდში, იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მისი გუნდი ლიდერებს მიღმა რჩებოდა.

პირველი ასეთი შემთხვევა 2001/02 წლების სეზონში იყო. ეს იყო მოურინიოს „პორტუში“ მოღვაწეობის პირველი წელი. მისი გუნდი ლიდერ „ლისაბონის სპორტინგს“ 7 ქულით ჩამორჩა.

მეორე - 2006/07 წლების სეზონი, როდესაც კაპელომ მოიგო მისთვის მეორე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მადრიდის „რეალთან“ ერთად. ამ წელს მოურინიომ წააგო ინგლისის პირველობა „ჩელსისთან“ ერთად. მაშინ ჟოზეს გუნდი ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 6 ქულით ჩამორჩა.

მესამე კი იყო 2011/12 წლების სეზონი. მისი მეთაურობით მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში მეორე ადგილს დასჯერდა და კატალონურ კლუბს 4 ქულით ჩამორჩა.

მოკლედ რომ ვთქვათ წელსაც ჯერ-ჯერობით ყველაფერი ცუდადაა. მადრიდელებს დიდი ჩამორჩენა აქვთ, წინ კი 16 თამაშია დარჩენილი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)