გიგსი : "დარწმუნებული ვარ დიდი მატჩები გველის"

რაიან გიგსი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს, ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ მადრიდის "რეალთან" მისი კლუბი ორ უდიდეს მატჩს გამართავს...


"ფეხბურთში ძალიან დიდი ხანია საკმაოდ სიღრმისეულად ჩავიხედე და მინდა გითხრათ, რომ სამეფო კლუბსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ორი ისეთი შეხვედრა გაიმართება, რომელიც მსოფლიოს აუცილებლად დაამახსოვრდება. ბოლო დაპირისპირება ჩვენს შორის რამდენიმე წლის წინ შედგა, ალბათ ყველას გახსვოთ ბერნაბეუზე გამართული მატჩი და ოლდ ტრაფორდზე გამართული განმეორებითი შეხვედრა, სადაც ორივე გუნდმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, მართალია 4-3 მოვიგეთ, მაგრამ მაშინ ორი დაპირისპირების ჯამში დამარცხებულები გამოვდექით."

"მაშინდელი შეხვედრის მთავარ გმირად ლუის ნაზარიო რონალდოს დავასახელებდი, ჩვენი მხრიდან კი ბრწყინვალე იყო დევიდ ბექჰემი, რომელმაც ულამაზესი ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი."

"დარწმუნებული ვარ ჟოზე მოურინიოსა და ალექს ფერგიუსონს შორის, ტაქტიკური ბრძოლაც იქნება, ეს მწვრთნელები ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ, როდესაც პორტუგალიელი ჩელსის ედგა სათავეში, მისი გუნდის წინააღმდეგ არაერთხელ გვიასპარეზია, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით მაშინდელი ჩელსი ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე შარშანდელი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა." dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2013
  • 1744
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)