ხედირა: "ვფიქრობ, ლა ლიგა დაკარგულია"

გერმანიის ფეხბურთის ოფიციალურ ვებ-გვერდს სამი ხედირამ ინტერვიუ მისცა, სადაც მან ბვერ საინტერესო თემაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ლა ლიგის მოგება ფაქტიურად უკვე შეუძლებელია.


"გრანადასთან" მატჩში, ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც მადრიდის "რეალს" შეეფერება. გუნდმა "ბარსელონასთან" მძიმე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს გასამართლებელი საბაბი.-ამბობს სამი, მოახლოვებული მატჩის წინ, სადაც საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. "კარიმ ბენზემა ძალიან საშიში მოთამაშეა. ის აუცილებლად უნდა ჩავკეტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი პრობლემა შეგვექმნება. ვფიქრობ, კარიმი მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთაშეთა სიაშია შესული."

იოზილის არყოფნა: "რათქმაუნდა, მისი არყოფნის დროს გერმანია თუ დამარცხდება, თავის გასასამართლებელი მიზეზი იოაჰიმ ლიოვის შეგირდებს ნამდვილად ექნება. დიახ, მესუთი ვერ ითამაშებს, მაგრამ მისი არყოფნა არც მატჩის საბოლოო შედეგს დააფიქსირებს. დავუბრუნდები წინა თემას. ის თამაში ჩვენთვის ნამდვილი იმედგაცრუება იყო, მაინც ვერ ვხვდები თუ ეს როგორ მოხდა. იანვარი ფაქტიურად უნაკლოდ ჩავატარეთ-რვა თამაშში მივაღწიეთ გამარჯვებას. "გრანადასთან" ჩვენ განსხვავებულად უნდა გვეთამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალიან უფერულად ვითამაშეთ, რაც "სამეფო კლუბს" ნამდვილად არ შეეფერება."

ტიტულების შესახებ: "ვფიქრობ, ლა ლიგა დაკარგულია. ახლა სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე ვიმყოფებით და იმისთვის ვიბრძვით, რომ მეორე ადგილოსანს დავეწიოთ, პირველ ადგილოსანზე ხომ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. მაგრამ ჩვენ გვაქვს სამეფო თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველანაირი შანსი და ვგონებ, რომ "რეალს" სეზონის დასასრულების კარგი შანსი აქვს. თაყვანისმცემლების ოცნება "მეათე თასის" მოგებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ეს ოცნება ავუხდინოთ. მაგრამ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ლა ლიგაში დამაჯერებლად ვიმოქმედებთ. როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს ჩემპიონატში "რეალისთვის", ტურნირს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს."

ლასანა დიარას შესახებ: "მოგეხსენებათ, ლასი რუსულ კლუბში გამოდის. მე მხოლოდ თბილი მოგონებები მაკავშირებს მასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ და იმავე პოზიციაზე გვიწევდა თამაში და რეალურად კონკურენტები ვიყავით, ის ძალიან მეხმარებოდა. იგი ინგლისურს ძალიან კარგად ფლობდა და კარგი მეგობარიც იყო. ზოგიერთ მომენტებში ცოტა აგრესიულია, თუმცა ამავე დროს ტექნიკურად უზადო შემსრულებელია."

მადრიდში გატარებული დრო: "მე ვარ ისევ ისეთი პირი, როგორიც მოსვლის დღიდან. ჩემი პროფესიული და პირადი ცხოვრება არ შეცვლილა. აქ როგორც ფეხბურთელი, ვფიქრობ, რომ ძალიან გავიზარდე. "რეალში" თამაშის დროს უდიდეს გამოცდილებას იღებ და შესანიშნავი ტაქტიკოსი ხდები - ეს დიდი გამოწვევების საწინდარია. და რათქმაუნდა, პირად ცხოვრებაში უფრო დამოუკიდებელი ვარ, რადგან აქაური ენა უნდა შევისწავლო და გავეცნო სხვადასხვა კულტურას."

ინფორმაციის წყარო: As.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)