კასემირო: ”მადრიდში მოუს რეკომენდაციით ჩამოვედი”

კასემირო: ”მადრიდში მოუს რეკომენდაციით ჩამოვედი”


რეალ მადრიდ კასტილიას ახალწვეულმა კასერიმომ ესპანეთის დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა


- პირველ რიგში სამეფო კლუბში გადმოსვლას გილოცავთ. რას ნიშნავს თქვენთვის ისეთ კლუბში თამაში, როგორიც მადრიდის რეალია?

- რა თქმა უნდა მოხარული ვარ, ეს ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მადრიდის რეალის რომელ გუნდში ვითამაშებ, იქნება ეს B თუ C. რაც მთავარია ბოლომდე დავიხარჯები და ღირსეულად ვატარებ თეთრ მაისურს.

- სან პაულოში 100-ზე მეტ მატჩში მიიღეთ მონაწილეობა, ახლა კი მადრიდის რეალს შეუერთდით. რა არის თქვენი მიზანი?

- უპირველეს ყოვლისა მალე უნდა გავიტანო პირველი გოლი, რომ ადაპტაციის პროცესი არ გამეწელოს. შემდეგ უნდა მივეხმარო კასტილიას დასახული მიზნების მიღწევაში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიზრუნო სამეფო კლუბის ძირიტად შემადგენლობაში ჩარიცხვაზე.

- რატომ აირჩიეთ კასტილია? სხვა ევროპული კლუბებიდან არ გქონიათ შემოთავაზება?

- სან პაულო შესანიშნავი გუნდია და მისი დატოვება არც მსურდა. ერთ დღესაც გავიგე, რომ ჩემი შეძენა სამეფო კლუბს სურდა და ეს ჟოზე მოურინიოს მოთხოვნა იყო. ბევრი არ მიფიქრია და გავაფორმე კონტრაქტი ბლანკოსთან.

- რას ნიშნავს შენთვის იყო მადრიდისტა?

- ყველაფერს, უპირველეს ყოვლისა მაქვს შესაძლებლობა ვეზიარო ფეხბურთის ისტორიიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ღირებულებებსა და ტრადიციებს.

- კასტილიელ ფეხბურთელებს ან მწვრთნელს თუ იცნობ?

- ჯერ არა, მაგრამ მალე გავიცნობ. ერთი სული მაქვს როდის ვივარჯიშებ ჩემს ახალ კოლეგებთან ერთად.

- მარსელოს ან კაკას ხომ არ იცნობთ? გქონიათ მათთან ურთიერთობა?

- კაკასთან არაფერი მაკავშირებს, გარდა იმისა, რომ ისიც როგორც მე, ერთ დროს სან პაულოს ღირსებას იცავდა. რიკი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მარსელოსთან კი ერთი-ორჯერ გადავიკვეთე, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიხმეს, თუმცა ახლო ურთიერთობა არ მაქვს. დღეისათვის ის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია.

- ცოტა არ იყოს გასაკვირია, ბრაზილიის უმაღლესი ჩემპიონატიდან ესპანეთის მეორე დივიზიონში, მადრიდის რეალის დუბლ შემადგენლობაში გადმოხვედით. ეს თქვენი მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი ხომ არ არის?

- მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიო მიზანს და განვვითარდე. რაც შეეხება რეგრესს, 20 წლის ასაკში მე ბრაზილიის ნაკრებშიც გამომიძახეს, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. კასტილიაში იმიტომ გადმოვედი, რომ დავუმტკიცო სამეფო კლუბის ხელმძღვანელებს, რომ მთავარ გუნდში თამაშსაც შევძლებ. მთავარია მალე გავიარო ადაპტაცია.

- შენ მადრიდის რეალის ყოფილ და ამჟამინდელ სამიზნეებთან: ლუკას მოურასა და ნეიმართან ერთად თამაშობდი. გააქვთ რაიმე კონტაქტი მათთან?

- ლუკასსთან ერთად სან პაულოს ღირსებას რამოდენიმე წლის განმავლობაში ვიცავდი, ხოლო ნეიმართან ერთად სელესაოში ვთამაშობდი. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და მათთან ახლაც მაქვს აქტიური ურთიერთობა.

- აგვიღწერეთ როგორი ფეხბურთელი ხართ და რა არის თქვენი უპირატესობა?

- ძალიან კარგად ვთამაშობ მეორე სართულზე რაშიც სიმაღლე (184 სმ) მეხმარება, ამას გარდა მაქვს კარგი მოედნის ხედვა და ძლიერი შორეული დარტყმა. აგრეთვე საჭირო დროს შემიძლია გავაკეთო ზუსტი პასი. ეს მოკლედ იმ ადამიანებსიათვის, ვისაც ჩემი თამაში ნანახი არ აქვს, დანარჩენს კი მადრიდის რეალის ანალიტიკური ჯგუფი და მწვრთნელთა საბჭო განსჯის.

- ბოლოს კი მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი ამჟამინდელი ოცნება?

- ბოლომდე დავიხარჯო ყველა მატჩში და ჩავირიცხო მადრიდის რეალის პირველ გუნდში. dle 10.1

  • SunSay
  • 5 თებერვალი 2013
  • 1430
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)