მადრიდული ბატალიები

მადრიდული ბატალიები

მადრიდს წინ მძიმე თამაშები ელის.


მადრიდის რეალს წინ დაუნდობელი და გადამწყვეტი ბრძოლები, რომ ელის ამაზე, ალბად არავინ დაობს. მე მინდა შემოგთავაზოთ ჟურნალ as-ის საკმაოდ საინტერესო სტატაი მადრიდის რეალის მომავალ შეხვედრებსა და ჟოზე მოურინიოზე.


"მადრიდის რეალს წელს ძალიან ცუდი დროება უდგას, რაც გამოწვეულია, ტრამვებით, გადაღლილობით, ფეხბურთელების უფორმობით, და მწვრთნელის გაუგებარი გადაწყვეტილებებით. ამ თემაზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მოდი განვიხილოთ მატჩები და პერსპექტივები, რომლებიც რეალს ჯერ კიდევ წინ ელის. წელს მოურინიომ ლა ლიგა ჩააგდო და ამის გადაჭრით თქვა შეგვიძლია(ჩამორჩენა ბარსელონასთან 16 ქულა), თუმცა არის ეჭვები, რომ მოურინიოს მთავარი კოზირი ჯერ კიდევ ხელში უჭირავს და ამას ჩემპიონთა ლიგისათვის და კოპა დელ რეის განმეორებით მატისთვის ინახავს." ციტირებს as


მადრიდული ბატალიები

"ჩემპიონთა ლიგა- ეს ის თემაა, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს მადრიდულ ინჩადას, "თეთრი გულშემატკივრები" უკვე დიდი ხანია ითხოვენ მეათე თასს, მაგარამ ჯერ ვერავინ გამოჩნდა ისეთი ვინც ამ სანატრელ ტიტულს მადრიდულ მუზეუმში განათავსებს. უდაოა, რომ მოურინიოს და მის "კამპანიას" ძალიან რთული ორ რაუნდიანი ბრძოლები ელის "წითელ ეშმაკებთან" და შეგვიძლია ვთქვათ დიდწილად ამ შეხვედრებზეცაა დამოკიდებული მისი მადრიდული კარიერა. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება მადიდის რეალის უდავო ლიდერისათვის, კრისტიანო რონალდო სახლში ბრუნდება. რეალის წარმატება მანჩესტერთან დიდწილად დამოკიდებული იქნება რონალდოს თამაშზე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანჩესტერ უინაიტედი წელს არც თუ ისე ცუდად გამოიყურება და პრემიერ ლიგასაც ლიდერობს, ყველაფერ აქედან გამომდინარე წინ ძალიან დიდი სანახაობა და ორთაბრძოლები გველის."

as-ი ასევე შეეხო კოპა დელ რეის განმეორებით მატჩს, რომელიც კამო ნოუზე გაიმართება.

მადრიდული ბატალიები


"ეს ის შეხვედრაა, რომელსაც ბევრი წინაპირობა და განმარტება არ სჭირდება. მოურინიო უკვე სამი წელია ებრძვის კატალონიას, მაგრამ უშედეგოდ. პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა, რაც მეტნაკლებად ტოვებს ინტრიგას განმეორებით შეხვედრაში. მატჩი კამპ ნოუზე შანსია რონალდოსი, შასი იმისა, დამტკიცოს, რომ ოქროს ბურთი მას ეკუთვნოდა და არა სხვას. რეალმა აუცილებლად უნდა გადალახოს ბარსელონას ზღვარი თორე შანსები ძალიან შემცირდება იმისა, რომ მადრიდმა თუნდაც ერთი ტიტული მოიპივოს."

საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდს წინ მძიმე ბატალიები ელის, რომელზეც ბევრი ადამიანის ბედი იქნება დამოკიდებული. dle 10.1

  • Myudro
  • 5 თებერვალი 2013
  • 1928
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)