შედგება აგუერო-ბენზემას ბარტერი?

ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჩესტერ სიტი სერიოზულად გახლავთ დაინტერესებული კარიმ ბენზემას შეძენით და ამისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაფერს გააკეთებენ...


რობერტო მანჩინის აზრით კარიმი არა პრიმერა დივიზიონის, არამედ პრემიერ ლიგის სტილის მოთამაშეა, იტალიელი სპეციალისტის აზრით ბენზემა სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს უეინ რუნის, მაგრამ ამის დემონსტრირებას "ბლანკოსში" ვერ ახერხებს, მისი აზრით არ შეიძლება ამ მოთამაშეს ცენტრ-ფორვარდად გამწესება, რადგან მას მოედანზე თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისური კლუბი მადრიდელი "9"-იანის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ამზადებენ, მაგრამ დღეს ინგლისში უკვე აგუერო-კარიმის ბარტერზე ალაპარაკდნენ.

მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიოს ფავორიტ წინახაზელად მაინც ფრანგი ითვლება და არა გონსალო იგუაინი, რომელიც ნაჩვენები შედეგების და სტატისტიკის მიხედვით აშკარად ჯაბნის ფრანგ ფორვარდს, აქედან გამომდინარე ძალიან მცირე შანსია ფლორენტინო პერესმა პორტუგალიელი სპეციალისტი არ გაითვალისწინოს და კარიმი გუნდიდან გაუშვას, მაგრამ თუკი სიტი "რეალს" აგუეროს შესთავაზებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა მთელი მადრიდი დაფიქრდეს, რადგან კუნი არაფრით ჩამოუვარდება ბენზემას, რომელიც არც ისე კარგ სეზონს ატარებს.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბს აგუეროს შეძენა აქამდე სურდა და ტრანსფერის სანაცვლოდ 53 მილიონ ევროს ამზადებდა, ამ შემთხვევაში კი 1 ცენტის გადახდაც არ მოუწევს. dle 10.1

  • Hala
  • 4 თებერვალი 2013
  • 2076
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)