იყო კრიშტიანუ...

იყო კრიშტიანუ...

“ბავშვობაში მას ყველგან და ყველაფერში სურდა გამარჯვება. და როცა მარცხდებოდა მაგალითად პინგ-პონგში, ბავშვურად და თან ისე ცხარედ ტიროდა, რომ ნათელი იყო: ამ ბიჭს ისე სურს იყოს ჩემპიონი, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად გახდება“

ავტორი : .soney


ამ საიტზე სტატიას პირველად ვწერ. და თანაც „ ვის ერგო ამის პატივი?“ თვით კრიშტიანუს. რამდენიმე წლის წინ თავადაც არ დავიჯერებდი რომ მას სტატიას მივუძღვნიდი. ახლა კი, ისეთი დიდი სურვილი მაქვს მასზე ვწერო არა ერთი, არამედ ორიც, სამიც და მეტიც... პირველ რიგში , ცხადია, როგორც რეალის გულშემატკივარს პატივისცემის, მეორე რიგში კი, უსამართლობის გრძნობა მიწყობს ამაში ხელს. არ იფიქროთ რომ ეს უსამართლობის გრძნობა უკანასკნელ კლასიკოში მომხდარმა ინციდენტებმა ან მეტოქე გუნდის გულშემატკივრების საიტზე განთავსებულმა სტატიებმა გამოიწვიეს. არა, უსამართლობის გაცდა დიდხანს გროვდებოდა. ზემოთაღნიშნულმა ფაქტორებმა, კი უბრალოდ შეავსეს ის.
რონალდუ და მესი- ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა მათზე. დარწმუნებული ვარ არც პირველი და არც უკანასკნელი მადრიდისტა ვარ, რომელსაც უსამართლობის განცდა ეუფლება. მესისაც სიამოვნებით შევამკობდი „გულთბილი მოკითხვებით“ და გულსაც მოვიფხანდი, მაგრამ არა... „მეტი ვიდრე კლუბი“ გსმენიათ ასეთის შესახებ? შესანიშნავი ტიტულია, მაგრამ ღირსეული კლუბის ღირსეული გულშემატკივრობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომ მოდით დავესესხოთ მეტოქეს სახეცვლილი ფრაზით და ვიყოთ „მეტი ვიდრე გულშემატკივრები“. ლაფში სხვა კი არ ამოვსვაროთ, ჩვენსაზე ვწეროთ.
კრიშტიანუზე ფიქრებში ვიყავი (ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ), როცა დასახმარებლად ინტერნეტს მივმართე და აღმოვაჩინე სტატია, რომელიც შესანიშნავად ასხავს იმას რისი თქმაც მინდოდა. ამიტომ დღეს მას შემოგთავაზებთ.
( შეიძლება ბევრს არ მოგეწონოთ,რომ სტატიაში მესის ქება-დიდებაც არის, მაგრამ ... „მეტი ვიდრე გულშემატკივრები“)



ერთი წუთით წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი:
ბავშვობიდან რაღაცის გაკეთება გიყვარდათ. არ აქვს მნიშვნელობა რისი- კონსტრუქტორ Lego-ს აწყობა, ხატვა ან სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება. თქვენ მთელ პატარაობას ამ ჰობს უთმობთ. დადიხართ დამატებით გაკვეთილებზე შესაბამის სფეროში, უყურებთ სპეციალურ გადაცემებს და ოცნებობთ, რომ ბავშვურ გატაცებას არ მოგაშორონ და მისით დაკავების საშუალება შემდეგშიც გქონდეთ.

ბავშვობის წლები წარსულს ჩაბარდა. თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ და პატარაობის ოცნება აგიხდათ. გიყვარდათ Lego?- გახდით არქიტექტორი, ხატვა?-გამოხვედით ავანგარდისტი მხატვარი, გიყვარდათ სპორტი? შეძელით მიგეღწიათ პროფესიონალის დონემდე. დაკავდე იმ საქმით რაც გიყვარს და თან ამაში ფულს იღებდე...ცხოვრება კი არა ოცნებაა!
ახლა წარმოიდგინეთ რომ ეს მხოლოდ თქვენი სამუშაო არ არის.- თქვენ გახდით ნამდვილი პროფესიონალი საკუთარ საქმეში, საკმაოდ მოთხოვნადი ხართ და ეს მართლა კარგად გამოგდით. უბრალოდ არქიტექტორი? არა, თქვენი პროექტები მსოფლიო მასშტაბით არის მოთხოვნადი. გიკავშირდებიან როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები. უბრალოდ ავანგარდისტი მხატვარი?- არა, თქვენ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობა შექმენით. ნამუშევრების ხილვა მსოფლიოს ყველზე ცნობილ გალერიებს სურთ. თქვენ გადარებენ ენდი უორჰოლს. უბრალოდ პროფესიონალი სპორტსმენი? არა, ერთ-ერთი საუკეთესო სპორტის იმ სახეობაში, რომლითაც ხართ დაკავებული. კლუბები მზად არიან მძიმეწონიანი კონტრაქტები შემოგთავაზონ. მსოფლიო ბრენდებს კი, თქვენი სახე სარეკლამო კამპანიებისთვის სჭირდებათ.
ახლა წარმოიდგინეთ რომ ამაზე ბედის საჩუქრები არ მთავრდება. ბუნებამ თქვენ მხოლოდ ტალანტით კი არა, გარეგნობითაც დაგაჯილდოვათ. მკვრივი სხეული, არანაირი ცხიმი, ლამაზე სახე, სიმაღლე -საშუალოზე მაღალი. რა გვაქვს საერთო ჯამში?
მსოფლიო პოპულარობა - პროფესიონალიზმის სახით, ჰობი-მაღალანაზღაურებადი სამსახურის სახით, საინტერესო გარეგნობა და მსოფლიოს პირველი ლამაზმანების სურვილი გახდნენ თქვენი თანამგზავრნი... ცხოვრება კი არა ოცნებაა! აღიარეთ.
ახლა კი, წარმოიდგინეთ რომ ამ ყველაფრის გამო ვერ გიტანენ. გაქვთ ბუნებრივი სურვილი იმსა, რომ კარგად გამოიყურებოდეთ? თქვენ პიჟონად გნათლავენ, ბრალს ნარცისიზმში გდებენ და ზოგჯერ ფარულ ჰომოსექსუალიზმშიც კი გამხელენ. პროფესიული მიღწევები? საქმე თქვენს ტალანტში კი არ არის, უბრალოდ საქმიანობაში და თანაგუნდელებში გაგიმართლათ. მსოფლიო პოპულარობა? პრესა და Youtube-ი გამუშავებენ. ნებისმიერი თქვენი აცილება სასიკვდილო ცოდვების ტოლფასია, თქვენი სიტყვები კონკტექსტიდან ამოგლეჯილი და გაბუქებულია. მშვიდ ცხოვრებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ჰო, და არ დაგავიწყდეთ დღეში რამდენჯერმე მიიღოთ შხაპი, რადგან ჭუჭყი და უსასრულო ჭორები თქვენს თავს არ ასცდება.
წარმოიდგინეთ? ახლა ეს ყველაფერი ორზე გაამრავლეთ და აი ისიც!- ერთი ჩვეულებრივი დღე კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებიდან.
პირდაპირ ვიტყვი-მისი გულშემატკივარი არ ვარ. არც მესის ვქომაგობ. ისინი ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან. ორივე არაადამიანური ძალის პატრონები არიან. ბიორობოტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში მარტოები ამარცხებენ მეტოქეებს,რეკორდებს კი , რეკოდრებზე ამხობენ. მოწყენილი ვიხსენებ მათ პირველ ნაბიჯებს ფეხბურთში. როგორ ტიროდა მესი, როცა ტრავმამიღებული სამედიცინო შტაბს გაჰყავდა , მას კი, მოედანზე დარჩენის და თამაშის სურვილი ჰქონდა. როგორ ტიროდა კრიშტიანუ ფინალში, როცა მისი გუნდი საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა. ამაში იდო სული. ჯერ კიდევ მაშინ ისინი საოცრად ნიჭიერები იყვნენ, თუმცა იმ დროს იყო მათში რაღაც „ადამიანური“. ახლა მათში მთელი მსოფლიოს ტალანტია თავმოყრილი, თუმცა ჩემს გემოვნებაში სხვა ეპოქის ფეხბურთელები ჯდებიან. კანტონა, ზიდანი, ბექზი, რაული: სახელები კი არა, თითქოს ძველი მეგობრები არიან. რონალდუ კი თითქოს უცხოპლანეტელია.მიუხედავად იმისა, რომ ფანი არ ვარ, მისი შესანიშნავად მესმის.

მესისთვის ცხოვრება უფრო ადვილია. ის „ბარსელონას“ სისტემაში გაიზარდა. ყოველთვის სახლშია. მის გარშემო ისინი არიან ვისთან ერთადაც გაიზარდა. ამაშია „ბარსას“ სიდიადე. კლუბმა მოახერხა შეექმნა ისეთი სისტემა, რომლის საუშალებითაც ფეხბურთელები საკუთარ სახლში იმყოფებიან. მესის არაფერი აქვს დასამტკიცებელი-მას ზურგს კლუბის სისტემა, პარტნიორები, გულშემატკივრები, მწვრთნელები, კატალონიური იდეოლოგია და კულტურა უმაგრებს. ის ასე ვთქვათ, საკუთარ „ხროვაშია“

და კრიშტიანუ? ის მარტოა. მას ტალანტებით სავსე პორტუგალიაში იმის დამტკიცება მოუხდა რომ ის საუკეთესო პორტუგალიელი ახალგაზრდა იყო. შემდეგ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადაბარგდა და საკუთარი ძალების დამტკიცება კვლავ მოუხდა. დასამტკიცებელი კი პრეტენზიული ინგლისელი გულშემატკივრისთვის და სერ ალექს ფერგიუსონისათვის, რომელიც ინგლისში გავლენიანობით ღმერთის, დედოფლისა და პრემირ-მინისტრის შემდეგ პირველია, ბევრი იყო. დაამტკიცა!-ჩემპიონატის ბომბარდირობასთან ერთად საუკეთესო მოთამაშის ტიტული შეითავსა, დაამყარა რამდენიმე რეკორდი, მოიგო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. საკუთარი ტექნიკითა და სისწრაფით უამრავი ადამიანი მონუსხა... განვაგრძოთ. რა იყო შემდეგ?

ახალი გამოწვევა- ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი , ყველაზე ცნობილ და გლამურულ კლუბში. ამაზე მაღლა აღარაფერი არსებობს. შეშლილი ესპანელი ფანატები, რომლები ისეთი გამარჯვებული მწვრთნელის გადაყენებასაც კი ითხოვენ როგორც ფაბიო კაპელოა და მხოლოდ იმიტომ, რომ ის სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს. ფლორენტინო პერესი, რომლიც ფეხბურთელად კი არა, ისე გამოგიყენებს როგორც ბატს, რომელსაც ოქროს კვერცხი მოაქვს და შენგან ნებისმიერ სიტუაციაში ფულის გაკეთებას შეეცდება. და როგორი მოთამაშეები? სრულიად ესპანეთის ლეგენდა რაული, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იკერ კასილასი. შემდეგ კი ყველაზე სკანდალური მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს სახით, რომელსაც თავიდან უნდა დაუმტკიცო , რომ რაღაცად ღირხარ.
წარმოგიდგენიათ მაინც ეს რამხელა წნეხია? ყველგან, სადაც არ უნდა ითამაშო განურჩევლად თანაგუნდელებისა, მწვრთნელებისა, კლუბებისა და გულშემატკივრებისა უნდა დაამტკიცო რომ საუკეთესო ხარ. სხვანაირად არ გამოვა. ამას ბუნებრივი ნიჭი და ძლიერი ეგო სჭირდება. შენ ვერ გიტანენ, და ყველას თავისი მიზეზი აქვს: ვიღაც ვერ გიტანს იმიტომ რომ „მადრიდისტა“ ხარ, ვიღაცას პორტუგალიელები ეზიზღება, ვიღაცას იმიტომ აღიზიანებ, რომ ულამაზეს ირინა შეიკს ხვდები, ვიღაცა კი ვერ გიტანს იმიტომ, რომ მასზე ნიჭიერი და ლამაზი ხარ. არარაობები ყოველთვის გამოძებნიან მიზეზს რომ სძულდე და შენი შურდეთ. არარაობა კი ამ სამყაროში ვაი რომ, ბევრია.
აქ კიდევ გამუდმებული პროფესიული პრეტენზიები: ბრალს გდებენ სიმულაციებში, გადარებენ მესის (რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა ამ ეტპაზე შეუძლებელია), გუნდის ყოველ წარუმატებლობაში ბრალს შენ გდებენ. თითქოს ეს გუნდური თამაში კი არა 100 მეტრზე გარბენი ან სხვა ინდივიდუალური სპორტის სახეობა იყოს.
და ახლაც, ამ ყველაფრის გაფიქრების შემდეგ, თქვენ ამას ბოლომდე ვერ გაიგებთ. მადლობა ღმერთს, რომ ვერც თქვენ, და ვერც მე ვერ შევიგრძნობთ იმას თუ რამხელა ზეწოლას განიცდის კრიშტიანუ.
სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო და ტაში დავუკრა რონალდუს. იმ შეუპოვრობისთვის, სიმყარისთვის, სიჯიუტისთვის. იმისთვის, რომ ყველაფრის მერე გამოდის მოედანზე და ისევ და ისევ, დაუსრულებლად ამტკიცებს , რომ რაღაცად ღირს. იმიტომ რომ არ ნებდება მესისა და „ბარსელონას“ სისტემას.
მინდა ვთხოვო ყველა მოშურნესა და მოძულეს-გეყოთ! შეეშვით ამ ბიჭს. მიეცით საკუთარი საქმის კეთების საშუალება. თუ ის ასეთი ყოფის პირობებში ამდენს აღწევს, წარმოიდგინეთ რას დაატრიალებდა ის სიმშვიდეში. თუმცა, არამგონია მას ეს უნდოდეს. რონალდუ- ჯიუტი ეგოისტი და პერფექციონისტია, რომელიც ამ წნეხისგან კაიფის დოზას იღებს და მიუხედავად ზეწოლისა ყოველ ჯერზე ადუმებს კრიტიკოსებს. და თუ მე მართალი ვარ, ის ერთადერთ სიტყვას იმსახურებს- «ბრავო!»…

ავტორი : .soney dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)