დევიდ ბექჰემი "პარიზ-სენ-ჟერმენში" გადაბარგდა

დევიდ ბექჰემი "პარიზ-სენ-ჟერმენში" გადაბარგდა


მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი "ლოს ანჯელეს გალაქსიდან" პარიზულ კლუბში გადაბარგდა.


ეს სტატია არ შედის ჰალამადრიდის ფორმატში მაგრამ ვთხოვ ადმინისტრაციას არ წაშალონ და ამის გამო არ გამკიცხონ


ინგლისელმა ფეხბურთელმა გუშინ კონტრაქტი გუნდთან 6 თვით გააფორმა, მაგრამ გუნდმა დაიტოვა უფლება, სურვილისამებრ კონტრაქტის გასვლის შემდეგ გაახანგრძლივოს იგი.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში" - ამ წარწერით დახვდა "პარკ დე პრენსი" ბექჰემს. გუნდმა მას 32 ნომრიანი მაისური გადასცა. ტრანსფერით დევიდიც კმაყოფილია, მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა : „ძალიან კმაყოფილი ვარ, პარიზი დიდებული ქალაქია, "პესეჟე" კი ძლიერი და ამბიციური გუნდი. სახლთანაც ძალიან ახლოს ვარ და ამით ჩემი ოჯახიც ბედნიერია. აქ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დამხვდა და დაწრმუნებული ვარ მათთან ადაპტაცია არ გამიჭირდება. ბედნიერი ვიქნები თუ "პესეჟესთან" ერთად ჩემპიონის ტიტულსაც მოვიპოვებ. ფრანგულად სკოლის შემდეგ არ მისაუბრია, ამიტომ თავიდან ცოტათი გამიჭირდება. ძალიან ბედნიერი ვარ რადგან 37 წლის ვარ და იმდენი შემოთავაზება მქონდა რამდენიც მთელი კარიერის განმავლობაში არ მქონია."

დევიდ ბექჰემი "პარიზ-სენ-ჟერმენში" გადაბარგდა


იყო მოსაზრება, რომ იგი ლონდონის "არსენალში" გადაბარგდებოდა, მაგრამ ინგლისელმა არჩევანი პარიზულ კლუბზე შეაჩერა.

უკვე ცნობილია რომ ბექჰემმა "ლაპორტიეს" ცენტრალურ საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ამ ტრანსფერით გუნდის გულშემატკივრებიც მოხარულნი არიან, მაგრამ ყოველი მათგანი თვლის, რომ აუცილებელია ინგლისელთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება.

დევიდი პარიზში გადასვლამდე, კარიერის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედში", მადრიდის "რეალში", "მილანსა" და "ლოს ანჯელეს გალაქსში" თამაშობდა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)