"რეალი" დღეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოპოვებას ეცდება

"თეთრები" "ნუევო ლოს კარმენესზე" გასამართი მატჩისთვის ემზადებიან...


2013 წელი ჟოზე მოურინიოს გუნდმა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. მათ იანვრის თვე ფაქტიურად დანაკარგის გარეშე ჩაატარეს. მათი შესანიშნავი თამაში განსაკუთრებით კოპა დელ რეის თასზეა გამოსაყოფი, სადაც მადრიდელებმა "ვალენსია" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს.

"სამეფო კლუბი" და "გრანადა" ლა ლიგაში ერთმანეთს სულ 37 ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან კი სტატისტიკა "რეალის" სასარგებლოდაა: 24 გამარჯვება, 8 ფრე და მხოლოდ 5 წაგება. ასეთია "ბლანკოსის" მონაგარი.

ჟოზე მოურინიომ ამ შეხვედრისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ რიცხვში კი სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაუ და ანხელ დი მარიაც შევიდა, რომლებმაც კოპა დელ რეის ბოლო მატჩი "ბარსელონასთან" გამოტოვეს. გუნდი ფაქტიურად მოედანზე უდანაკარგოდ გავა, თუ არ ჩავთვლით მესუთ იოზილს, რომელსაც 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რაც ავტომატურად ერთი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს.

"გრანადას" შესახებ:
ეს გუნდი მიმდინარე წელს პრიმერა დივიზონის მეთექვსმეტე პოზიციაზე იმყოფება, 20 ქულით. 5 გამარჯვება, 5 ფრე და 11 დამარცხება. ასეთი შედეგი აქვთ დღევანდელი მატჩის მასპინძლებს მიმდინარე სეზონში.

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)