კალეხონი: "გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"

ხოსე მარია კალეხონი მატჩის წინ მედიას გაესაუბრა. მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა ხვალინდელ შეხვედრაზე და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა...


"ეს იქნება ძალიან რთული მატჩი. "გრანადამ" ბევრი სერიოზული ტრანსფერი განახორციელა. მასპინძლებს ქულები ძალიან ესაჭიროებათ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიმარჯვოთ. "ლა ლიგის" ლიდერთან დიდი უპირატესობის აღმოფხვრა გვსურს. ბოლო რამდენიმე მატჩში პროგრესს აშკარად განვიცდით და ამის შენარჩუნებას მომავალშიც ვეცდებით."

მოთამაშემ კოპა დელ რეის თასზე "ბარსელონასთან ორ მატჩიან დაპირისპირებაზე ისაუბრა. "ჩვენ ვიგრძენით თამაშის გაუმჯობესება, წინა მატჩებთან შედარებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "ბარსას" წინააღდმეგ თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენი საუკეთესო თამაშით იმედია წარმატებებს მივაღწევთ. 1:1 ჩვენი თვალსაზრისით კარგი შედეგია. მსოფლიო პრესაში უკვე დიდი ხანია, რაც "ელ კლასიკოს" ორი გიგანტი გუნდის დაპირისპირებას უწოდებენ. ბევრი ძალისხმევის დახარჯვა მოგვიხდა, რადგან მოწინააღმდეგე პირველივე წუთებიდან გვიტევდა. ფინალში გასვლის შანსები ჯერ კიდევ გვაქვს. რათქმაუნდა ამისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივირს გასახარებლად."

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანტონიო ადანზე და დიეგო ლოპესზეც გააკეთა კომენტარი. "ანტონიო დიდი გამოწვევის ქვეშ დგას. ყველასთვის რთულია "ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა. მან აჩვენა, თუ რა არის საჭირო "სამეფო კლუბის" უცვლელი წევრი რომ გახდე. თუ ასე განაგრძობს, დარწმუნებული ვარ, მწვრთნელის დიდ ნდობას დაიმსახურებს. იკერის ტრავმის გამო სადარდებელი არაფერი გვაქვს, რადგან კლუბში დიეგო ლოპესი მოვიდა. მოთამაშე, რომელსაც ევრო თასებზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია."

კალეხონმა რაფაელ ვარანი აქო და ადიდა, რომელმაც "კლასიკოში" ბრწყინვალე თამაშით დაგვამახსორა თავი. "გაოგნებული ვარ, 19 წლის ფეხბურთელი ასეთი თვითდაჯერებული მიზანდასახული რომ არის. რაფა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მას ყველაფერი წინ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული ცენტრალური მცველია."

როდესაც მას კითხეს მესის ინციდენტის შესახებ აიტორ კარანკასთან და არბელოასთან, ხოსე მარიამ შემდეგი კომენტარი გაააკეთა. "მე ვნახე აიტორის ინციდენტი, რადგან მის უკან ვიდექი. მოურინიოს მობილურ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ვინ დაურეკა ნამდვილად ვერ გეტყვით. დამნაშავე ამ საქციელს მოგვიანებით აუცილებლად ინანებს."

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)