"რეალის" და "ხეტაფეს" სტატისტიკა

დღეს გაიმართება ძალზედ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც სამეფო კლუბი "ხეტაფეს" უმასპინძლებს. როგორც ვიცით, მადრიდელებს ამ სეზონში საკუთარ არენაზე ყველა მატჩი მოგებული აქვთ, ვნახოთ დღეს დაარღვევს თუ არა ტრადიციას "ბლანკოსი".


სამეფო კლუბს კარგი შანსი აქვს გამოასწოროს სატურნირო მდგომარეობა, ასევე დაუბრუნოს გულშემატკივრებს იმედი. პელეგრინი ყველაფერს ეცდება თამაშის მოსაგებად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია... როგორც იქნა მადრიდულ გრანდს დაშავებული ფეხბურთელები შეუერთდა, ლასანა დიარა და გონსალო იგუაინი, ეს დიდი ძალაა. კრიშტიანო რონალდო და გარაი კიდევ ტრავმირებულები არიან, ისინი განაგრძობენ გამოსაჯანმრთელებელ ვარჯიშებს. რაც შეეხება გუტის, დრენტეს და მეტსელდერს ისინი უბრალოდ არ შეიყვანა პელეგრინიმ განაცხადში.

"ხეტაფე" ამ სეზონში საშუალო დონეზე ასპარეზობს, როგორც მისგან მოელოდნენ... სატურნირო ცხრილში მე–8 ადგილზე დგას მყარად, საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ყავთ. ზურგს საკმაოდ კარგი დაცვის ხაზი უმაგრებთ, შეტევებშიც არ გამოიყურებიან ცუდად, მოკლედ კარგი თამაში შედგება დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე.

მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათ ყველა შეხვედრა მოიგეს საკუთარ არენაზე, რაც შეეხება გოლაობას, მათ შავი დღე აყარეს მოწინააღმდეგეებს, ლა ლიგაში 21 გატანილი გოლიდან 15 საკუთარ მოედანზე შეაგდეს, ეს კი ერთ თამაშში 3,75 გოლს უდრის დაახლოებით, რაც დამეთანხმებით ალბათ შესაშური შედეგიანობაა.

"ხეტაფეს" ამ სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი დონის გუნდისათვის წარმატებული შედეგია. გუნდის მწვრთნელიც არაა უგმაყოფილო საკუთარი შეგირდების თამაშის ხარისხით. მადრიდისტებს ძალიან სჭირდებათ 3 ქულა, თუ ისინი დღეს მოიგებენ, შეეძლებათ წამოეწიონ კატალონიის "ბარსელონას".


ავტორი: Kevlisha

ინოფრმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 31 ოქტომბერი 2009
  • 2736
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)