შეუდარებელი, ბრწყინვალე და უბრალოდ გმირი

შეუდარებელი, ბრწყინვალე და უბრალოდ გმირი

ორი აზრი არ არსებობს, ის დღეს იდეალურია.


ყველა კარგად ხვდება, რომ ამაზე დავა უადგილოა. მიხვდებოდით კიდეც, რაზე მინდა ვისაუბრო : რაფაელ ვარანე - შეუდარებელი, ბრწყინვალე და უბრალოდ გმირი.

რაფაელი 1993 წლის 25 აპრილს დაიბადა. კარიერა მან საფრანგეთის ერთ-ერთ გუნდ, "ლანსში" დაიწყო, როდესაც ველევბაშოვმა იგი "მონპელიეს" წინააღმდეგ, სასტარტო შემადგნელობაში დააყენა. მან მწვანე საფარზე 90 წუთი დაჰყო, ის მატჩი მისმა გუნდმა 2-0 იმარჯვა. გავიდა მცირე ხანი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იგი მადრიდის რეალის რიგებში 6 წლიანი კონტრაქტით ჩაირიცხა.

ალბათ მოგბეზრდათ ამდენის კითხვა, მის ბიოგრაფიაზე და გაინტერესებთ სტატიის დაწერის მთავარი მიზეზი. ეს გახდა ვარანის თამაში დღევანდელი მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ.

როგორც იცით დღევანდელი მატჩი გამოტოვეს მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობის ორმა ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა და პეპემ. ამის გამო ცენტრში პოზიციებს ძალიან გამოცდილი რიკარდუ კარვალიუ და გამოუცდელი რაფაელ ვარანე ამაგრებდნენ. როგორც წინა მატჩი, ეს მატჩიც არ იყო ცუდი რიკარდუსათვის. მან ისევ ახალგაზრდულად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, რა დროსაც გამოჩნდა მცირეწლოვანი, გამოუცდელი ფრანგი ჭაბუკი, რომელმაც მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი, ცარიელი კარიდან გამოიტანა. ეს იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტთაგანი მისი თამაშიდან. რაფაელმა უშეცდომოდ და უზადოდ ითამაშა, შეერკინა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს შემტევ ხაზს და დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი. გამოირჩეოდა სიდინჯით, ზუსტი გადაცემებით, უშეცდომო და უჯარიმო ვარდნებით. როგორც ამ მატჩიდან გამოჩნდა მას ჰქონია რკინის ნერვები, რამდენიმე ძალიან საჭირო მომენტში გადაარჩინა სამეფო კლუბი. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც კატალონიელი ფეხბურთელები თეთრების კარს ემუქრებოდნენ მეკარესთან პირისპირ გასვლით, ფრანგს კი არც ერთ შემთხვევაში არ უმტყუა ნერვებმა. ხშირ შემთხვევაში მცველები ასეთ დროს ბურთს საჯარიმოდან შორს ან მოედნის ფარგლებს გარეთ იგერეიბენ ხოლმე ბურთს, რაფაელმა კი მხოლოდ ერთხელ გააკეთა ეს, ყველა დანარჩენი მომენტი ზუსტი გადაცემით დაასრულა.

ნუ ჩქრაობთ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა :

მატჩი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა, კატალონიელებს ერთ ბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ. მადრიდელებს კი აუცილებლად უნდა აღმოეფხვრათ ეს. იყო რამდენიმე იდეალური შანსი, კარგი მომენტი ჰქონდა ქარიმ ბენზემას, ასევე მომენტები ჰქონდა იოზილსა და რონალდუს. აღსანიშნავია რონალდუს მომენტი, როდესაც მან სულ რაღაც 2-3 მეტრიდან კარის ცარიელ კუთხეში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა. გადის წუთები. ყოველ მადრიდელ გულშემატკივარს დარდი აწევს გულზე, დარდი რომელიც ჭამს მის ნერვებს. მაგრამ დგება იღბლიანი მომენტი, მადრიდელთა ჩაწოდება და რაფაელ ვარანის ბრწყინვალე თაური. ბურთი კარის ბადეში გაეხვა. ფრანგმა მცირეწლოვანმა მადრიდული კლუბი წაგებას გადაარჩინა. მე კიდევ გავიმეორებ, რომ იგი ამ მატჩს უდავო გმირია.

ასევე მინდა გამოვეხმარო J.Z-ს სტატიას, რომელმაც ჩემში რამდენიმე დღის წინ საბრძოლო განწყობა შექმნა. მეც, ისევე როგორც ყველა მადრიდისტა ვფიქრობ რომ "კართაგენი უნდა დაინგრეს". მართალია ეს ახლა არ გამოვიდა, მაგრამ დადგება დრო როდესაც ეს ნამდვილად მოხდება. "კართაგენი" მიწასთან გასწორდება, თანაც ისე რომ მის აღდგენას საუკენეები დასჭირდება.

და ბოლოს კიდევ ერთხელ : "რაფაელ ვარანე - შეუდარებელი, ბრწყინვალე და უბრალოდ გმირი."


ამ სტატიას ვწერ მატჩის შემდეგ, ძალიან აღელვებული და რაფას თამაშით აღფრთოვანებული, ამის გამო შესაძლოა ბევრი შეცდომა მქონდეს დაშვებული, ძალიან გთხოვთ ნუ გამაკრიტიკებთ.

iHala Madrid! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)