”კრიშტიანუ და მესი-დაუსრულებელი დუელი”

ალფრედო რელანოს აზრი.


თანამედროვე საფეხბურთო სამყარო ცხოვრობს გამუდმებულ დაპირისპირებაში კირშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შორის. ამ დუელს დამატებითი ფუნქცია და აზრი შესძინა ბოლო წლების მანძილზე გახშირებულმა კლასიკომ. ყველაფერთან ერთად, უკვე ეს დიდი დაპირისპირება არგენტინელისა და პორტუგალიელის ინდივიდუალურ დაპირისპირებად იქცა და ამ დუელს არასდროს არ გაუცრუებია მაყურებლების მოლოდინი.

კლასიკოს წინ ორივე ფეხბურთელმა მოთელვითი ვარჯიში გაიარა. კრიშტიანუმ სამჯერ აიღო ”ხეტაფეს” კარი, ამასთან ერთად პირველი გოლი მან ბრწყინვალე დი სტეფანოს სტილში გაიტანა. მესიმ ამ ყველაფერს ”ოსასუნას” კარში შესრულებული პოკერით უპასუხა. მესიმ საერთო ჯამში უფრო მეტი გოლი გაიტანა, რაც მისი მომხრეებისთვის ყველაზე მყარი არგუმენტია კრიშტიანო რონალდუს მხარდამჭერებთან დავაში. სამაგიეროდ პორტუგალიელის საშუალო მაჩვენებელი ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების მხრივ, უბრალოდ გასაოცარი და წარმოუდგენელია. იმ მომენტიდან, რაც კრიშტიანო ”მადრიდის რეალში” გადმოვიდა, ის საშუალოდ ერთ გოლზე მეტს იტანს ერთ შეხვედრაში. ასეთი შედეგი და მაჩვენებლები არ ქონდათ არც დი სტეფანოს, არც პუშკაშს, არც ლეგენდარულ პაინოს.

კრიშტიანოს მხარდამჭერები ხშირად მიანიშნებენ იმ ფაქტზ, რომ მესი თამაშობს ისეთი გამორჩეული ნახევარმცველების გვერდით, რომლებმაც მის გარეშეც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოიგეს ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამასთანავე კრიშტიანო რონალდუ უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული პარტნიორებზე და უფრო მეტად ინდივიდუალურ ოსტატობაზე. აქ უკვე წინააღმდეგობაში მოვდივართ. ლეო მესი, რა თქმა უნდა, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში არ აჩვენებს იმის მეათედსაც, რასაც ”ბარსაში”, მაგრამ კრიშტიანუს აქვს იგივე მაჩვენებლები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში, როგორიც ”რეალში”? ანუ , რონალდუს მადრიდელი თანაგუნდელების როლის დაკნინება ნამდვილად არ ღირს.

ჩემთვის ორივე მათგანი კოლოსალური მასშტაბის ფიგურები არიან. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრ დიდებულ ფეხბურთელს შევხვედრივარ, დაწყებული დი სტეფანოდან, მაგრამ არც მას , არც პელეს, არც მარადონას არ გაჰქონდათ ამდენი გოილი და არ წყვეტდნენ მატჩების ბედს. დიახ, პელეს ანგარიშზე ძალიან ბევრი გოლია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვამცირებ ფეხბურთის მეფის დიდებას ისე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ თავისი გოლების უმეტესობა მან რეგიონალურ ტურნირზე გაიტანა , მანამ სანამ გაერთიანებული ბრაზილიის ჩემპიონატი ჩამოყალიბდებოდა. მესი და კრიშტიანო კი თამაშობდნენ და იტანდნენ უმაღლეს ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე.

ხვალ გულშემატკივრებს და უბრალო მაყურებლებსაც, შეუძლიათ ისიამოვნონ ამ ფეირული ტიტანთა ბრძოლის მორიგი რაუნდით.

ალფრედო რელანო - გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორი
dle 10.1

  • J.Z.
  • 30 იანვარი 2013
  • 2776
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)