რონალდო თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია

მადრიდის რეალის შვიდიანმა მატჩის შემდეგ ესპანურ გამომცემლობა AS-თან მოახლოებულ ელ კლასიკოზე ისაუბრა.


”მატჩს ბერნაბეუზე გავმართავთ, რაც დამატებითი უპირატესობაა ბარსელონასთან და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა გველის მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან და დარწმუნებული ვარ ძალიან სანახაობრივი თამაში იქნება.”

”მართალია რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ეს თავის მართლების საბაბს არ გვაძლევს, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მეტოქეს ვაჩვენოთ რეალური ძალა.”

”რაც შეეხება წინა შეხვედრას, პირველ ტაიმში გამოუძინებლები ვიყავით და იმიტომ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა (იცინის). რა თქმა უნდა ასეთ დროს თამაშს მიჩვეულები არ ვართ, თუმცა საბოლოო ჯამში კარგად ვიასპარეზეთ, რაც შედეგზეც აისახა.”

”აღსანიშნავია მწვრთნელის რჩევები, რომელიც შესვენებაზე მივიღეთ. სწორედ მეორე ნახევარში გავიტანეთ 4 გოლი და შევთავაზეთ ბრწყინვალე სანახაობა გულშემატკივრებს, რაშიც თავისი წვლილი მოურინიომაც შეიტანა.”

”რა თქმა უნდა სასიხარულოა, როდესაც მადრიდის რეალის მაისურით 300 გოლის ნიშნულს მიუახლოვდები, მაგრამ პირადი მონაგარი ჩემთვის მეორე ხარისხოვანია, მთავარია ამ ბურთებით სამეფო კლუბს დავეხმარო ტიტულების მოგებაში. რა თქმა უნდა მე გავაგრძელებ მუშაობას საკუთარი რეკორდების დამხობაზე, რადგან ამ გზით კლუბს ვეხმარები. იმედი მაქვს წლევანდელი სეზონი უკეთესი იქნება, როგორც ბლანკოსისათვის, ისევე ჩემთვის.”
dle 10.1

  • SunSay
  • 28 იანვარი 2013
  • 2197
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)