გუტის პრესკონფერენცია

გუტიმ პარასკევს პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრესაში გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.


როგორ გრძნობთ თავს ყოველივე ამის შემდეგ?

ყველაფერი რიგზეა. ასეთი მომენტები ძალიან ცუდია, მაგრამ არ მიყვარს ამაზე საუბარი. მეც და კლუბის ხელმძღვანელობაც მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ ეს ყველაფერი პრესის მიერ გავრცელებული ჭორია.

როგორი ურთიერთობა გაქვთ მწვრთნელთან?

შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პელეგრინისთან. ის ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. 80%–ით მისი დამსახურებაა, რომ დღეს ისევ "რეალში" ვარ. არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ვიმედოვნებ გავაგრძელებ მასთან სამუშაოს.

როგორ ფიქრობთ დაგაჯარიმებენ?

არავის შეუძლია ამის გაკეთება. ფეხბურთელები, მწვრთნელები, ექიმები იქ იყვნენ და იციან, რომ ეს ყველაფერი ჭორია.

ტრავმირებული ხართ?

არა, იდეალურ ფორმაში ვიმყოფები.

რატომ იყავით მეორე ტაიმში მარტო სათადარიგოთა სკამზე?

როგორც წესი, შეცვლილ ფეხბურთელს არ შეუძლია დასხდეს რეზერვის ფეხბურთელებთან. მე ვიყავი თანაგუნდელების გვერდით. ძალიან რთული იყო იმის ყურება მოედანზე რაც ხდებოდა. იმიტომ ვიჯექი თანაგუნდელებისგან ცალკე, რომ დამენახა რა ხდებოდა მოედანზე.

როგორ ახსნით თქვენს ჟესტს გულშემატკივრების მიმართ?

მე ბოდიში მოვიხადე. მაშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი. ბოდიშს ვიხდი და ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი.

მარკესი თვლის, რომ თქვენ დისკვალიფიკაცია უნდა მიიღოთ.

მან თავის გუნდს უნდა მიაქციოს ყურადღება.

რატომ შეგცვალათ პელეგრინიმ?

დაინახა, რომ ანერვიულებული ვიყავი და შეიძლებოდა წითელი ბარათიც ეჩვენებინათ ჩემთვის.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 31 ოქტომბერი 2009
  • 2938
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)