ვარანი : "ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია

მადრიდელმა ახალგაზრდა მცველმა, რაფაელ ვარანმა, ხეტაფესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


"ჩვენ ძალიან თავდაჯერებული და პროფესიონალიზმით აღსავსე გუნდი ვართ და არ ვაპირებთ მომდევნო მატჩებში ქულების დაკარგვას, რადგან ყველა დაპირისპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება."

"მადრიდის რეალი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის რჩევა-დარიგებებს ასრულებს, ჟოზე მართლაც საუკეთესო მენეჯერია და მას უდიდეს პატივს ვცემ."

"სამეფო კლუბში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაგანაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ საფეხბურთო ასპექტებში, მათთან ერთად თამაში უდიდეს სიამოვნებას მგვრის. ამჟამად უკლებლივ ყველა მოთამაშე "ხეტაფესთან" დაპირისპირებაზე არის კონცენტრირებული, რადგან ამ მატჩს ისევე როგორც ყველა დანარჩენს ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობას აქვს."

"კრიშტიანო რონალდო ჩვენს გუნდს ძალიან დიდ დახმარებას უწევს, ის უბრალოდ პროფესიონალია და შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება, მისი სტილის ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან მომწონდა, რადგან ინდივიდუალური თვალსაზრისით მეტად ძლიერნი იყვნენ."

"იკერის ტრავმამ ყველა შეგვაშფოთა, ის ჩვენი კაპიტანი და მოტივატორია, როდესაც ესპანელს მოედანზე ვხედავ ყოველთვის მაქვს ბრძოლის ჟინი, მის გარეშე ურთულესი მატჩების ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ იძულებულები ვართ კაპიტნის გარეშე ვიასპარეზოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სხვა შემთხვევაში ინჩასები ძალიან გაგვინაწყენდებიან."

"არ ვიცი თამაშის საშუალება მომეცემა თუ არა კოპა დელ რეის 1/2 ფინალში, რომელიც ბარსელონას წინააღმდეგ გაიმართება, მაგრამ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამ, ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ოპტიმალური ფორმიდან არ ამოვვარდე, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამჟამად არა "ბლაუგრანაზე", არამედ ხეტაფესთან გასამართ დაპირისპირებაზე უფრო ვარ ორიენტირებული." dle 10.1

  • Hala
  • 26 იანვარი 2013
  • 1302
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)