მანოლო სანჩისის ინტერვიუ

”სამეფო კლუბის” ცნობილი მცველი მანოლო სანჩისმა გამომცემლობა Marca-ს მკითხველების შეკითხვებს უპასუხა. კითხვები გუნდის მიმდინარე მდგომარეობას ეხებოდა, ასევე იმ ”მადრიდის რეალის” წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომელსაც სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები აწარმოებენ.


არ გეჩვენებათ, რომ ეხლა რაღაც ანტიმადრიდიზმის მაგვარი მოდა ყალიბდება? თითქმის ყველა გამომცემლობაში მუსირებს აზრი, რომ ფეხბურთში ყველაფერი საუკეთესო, ნათელი და ბრწყინვალე მხოლოდ და მხოლოდ ”ბარსელონასთან” არის დაკავშირებული, ხოლო ”მადრიდის რეალი” კი პირველ რიგში ასოცირდება აგრესიულ და ბინძურ თამაშთან. წლის შეჯამებისას სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებში ამბობდნენ და ლაპარაკობდნენ ყველაფერზე , გარდა ლა ლიგისა, რომელიც ”მადრიდის რეალმა” შეუდარებელი და განუმეორებელი მაჩვენებლით მოიგო.

შეიძლება ეხლა ”ბარსელონას” ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ მისაღები და კარგი ინფორმაცია იყოს კონცენტრირებული, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე მომენტია. როცა ორივე გუნდის ფანატური დაჯგუფებები ერთმანეთს ტალახს ესვრიან ეს გასაგები და ბუნებრივია. უფრო მეტიც, ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი გამოირჩევა ტენდენციურობით, მაგრამ მე არ მეჩვენება, რომ ”მადრიდის რეალის” წინააღმდეგ რამე მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდეს. უბრალოდ, როცა ასეთი დიდებული გუნდებს ეწყებათ ჩავარდნები, მათ უფრო მეტი ხვდებათ, ვიდრე სხვებს. თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ”მადრიდის რეალის” წინააღმდეგ შეთქმულება არსებობს გამომცემლობებში, მაშინ ამ თემაზე ძალიან დიდი და რაც მთავარია არგუმენტირებული სტატია დაწეროთ გირჩევთ. ეს სერიოზული განცხადებაა, რომელიც კარგ დადასტურებას მოითხოვ. მე კი ჩემი მხრივ ვთვლი, რომ ”მადრიდის რეალს” პოპულარობისა და დიდებულობის გათვალისწინებით, არაფერი არ ემუქრება. იმათ, ვინც ჩვენ დასანახად ვერ გვიტანენ, ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ ჩვენთვის კარგი უნდათ და პირიქით.

მე ვფიქრობ, რომ სერხიო რამოსს უკეთ გამოუვიდოდა ”მადრიდის რეალის” შეტევების დაწყება, ის რომ მარჯვენა ცენტრალური მცველის პიზიციაზე თამაშობდეს და არა მარცხენა მცველის პოზიციაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით , ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ როგორც წესი, ის პეპესთან ერთად თამაშობს. პეპეს კი მარცხენა ცენტრალურ მცველის პოზიციაზე თამაში უფრო ცუდად გამოსდის, ვიდრე სერხიოს.

როგორ ფიქრობთ, ”ბარსას” მარცხმა ჩემპიონატში შეიძლება გავლენა იქონიოს ჩემპიონთა ლიგაზე?

მათთვის ეს ახალი გრძნობაა. არ ვფიქრობ, რომ ერთი მარცხი მათ გადაიყვანს სხვა რელსებზე. მაგრამ მეეჭვება, რომ ისინი ისურვებდნენ ეს არ მომხდარიყო, ვინაიდან ამან უარყო მითი ”ბარსას” ლა ლიგაში დაუმარცხებლობის შესახებ.

”მადრიდისი რეალში” ყოველთვის თამაშობდნენ გენიალური ცენტრალური მცველები, მაგრამ ისინი ყოველთვის მორიდებული ადამიანები იყვნენ. რას ფიქრობთ ამ მხრივ სერხიო რამოსზე? ჩემი აზრით, ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს მოედანს გაღმა. გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს მისი გამუდმებითი შელაპარაკებები და დაპირისპირებები მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან. იგივე ფერნანდო იეროს, რომელიც საკმაოდ აგრესიულად თამაშობდა, ჰქონდა თავშეკავების უნარი...

თითოეულ ადამიანს თავისი ხასიათი აქვს და თავისი სტილი, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ღირს საკუთარი ემოციების გამოხატვა , მითუმეტეს ჩხუბი და გინება ვინმესთან, როცა შენ ფოტო და ვიდეო კამერები გიყურებენ. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ასეთი გარჩევებიდან რამე კარგს ვერ გამოიტან, პირიქით შეიძლება ძალზედ სერიოზულ პრობლემებს გადააწყდე. რაც შეეხება სერხიო რამოსს, შემიძლია ვთქვა, რომ ის ნორმალური, ადეკვატური ადამიანი და ფეხბურთელია. მას ნორმალურად შეუძლია თავის ხელში აყვანა, ხოლო მისი მონაწილეობით დპაირისპირებები არც თუ ისე ბევრი ოდენობის იყო.

არ გეჩვენებათ, რომ ”მადრიდის რეალის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს რაულ გონსალესს გუნდი სხვანაირად უნდა დაეტოვებინა?

მე თქვენ გეთანხმებით, რაულმა დაიმსახურა სდღესასწაულო დამშვიდობება.

რამდენად სიმართლეა, რომ სამი ხედირა და ხაბი ალონსო ”ვალენსიას” წინააღმდეგ უბრალოდ დიდებულად თამაშობდნენ?

საერთოდ ”ვალენსიასთან” თამაში გუნდს გამოუვიდა. გუნდმა სწრაფად აიღო თამაშის კონტროლი საკუთარ ხელში და თავისი შანსები გამოიყენა. როცა ”მადრიდის რეალს” ასე მისდის თამაში, ძნელია მისი გაჩერება.

რას იტყვით ”მადრიდის რეალზე”? თვლით რომ გუნდს შეუძლია 15 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა?

მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორად ფორმულირებული შეკითხვაა. პირველ რიგში, ის თამაში, რომელიც გუნდმა აჩვენა ”ვალენსიას” წინააღმდეგ ”მესტალიაზე” უნდა აჩვენოს კლუბმა ყველა შეხვედრაში. სისულელეა ბოლო ხმაზე იმის ყვირილი, რომ შეიძლება ”ბარსას” დაწევა, როცა იცი, რომ ეს შესაძლებლობა საკმაოდ მცირეა. უბრალოდ მოგებიდან მოგებამდე უნდა იარო და ბოლოს ნახავ რაც გამოვა.

რომელმა მწვრთნელმა იმოქმედა თქვენზე , როგორც ფეხბურთელზე სხვებთან მიმართებაში ყველაზე მეტად?

ის არამხოლოდ დიდი მწვრთნელი, არამედ ერთ-ერთი დიდებული ფიგურაა სპორტის ჩვვენს სახეობაში. ეს ალფრედო დი სტეფანოა. მას, როგორც არავის, შეეძლო შენთვის ყველაზე უკეთ აეხსნა მოედანზე შენი როლი და ამასთნ ერთად, ის ასევე შეუდარებელი ფსიქოლოგი გახლდათ. დონ ალფრედოს შეეძლო გასახდელში შემოსვლა და რამოდენიმე სიტყვით გუნდისთვის მოტივაციის ამაღლება მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.

თქვენ რომ ამჟამინდელი ”მადრიდის რეალის” მწვრთნელი იყოთ, ვის ისურვებდით საკუთარ გუნდში?

ოი... ბევრს. მაგრამ თუ ერთის არჩევა მომიწევდა, პირველ რიგში ეს იქნებოდა ისკო.

ვიცი, რომ თქვენ დროს, გუნდი საშინაო შეხვედრის წინ მუდამ ერთად იკრიბებოდა. როგორ უყურებდით ამას?

მე მომწონდა ეს ტრადიცია. ის გუნდური ერთიანობისკენ იყო მიმართული. მატჩამდე შეკრებით, ჩვენ უკეთ ვიყავით მოტივირებული. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა მაგალითად პატარა ბავშვი გყავს, ეს ძალიან ძნელია.

რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გიჭირდათ ყველაზე მეტად თამაში?

უგო სანჩესის. წარმოუდგენელი თავდამსხმელი იყო. ძლიერი, სწრაფი და იმდენად მოქნილი, რომ მისთვის საკმარისი იყო შენთვის აეარა გვერდი ერთ წამში ნახევარი მეტრით, რომ გოლს იტანდა. კიდევ, რა თქმა უნდა , გამორჩეული იყო მარკო ვან ბასტენი. dle 10.1

  • J.Z.
  • 22 იანვარი 2013
  • 1589
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)