პელეგრინის პრეს–კონფერენცია

დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე მანუელ პელეგრინმა განაცხადა, რომ მასსა და გუტის შორის შესანიშნავი ურთიერთობაა. დღეს მან ასევე ისაუბრა ხვალ გასამართ შეხვედრაზე "ხეტაფეს" წინააღმდეგ.


ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მიზანმიმართული კამაპანიაა თქვენს წინააღმდეგ?

სულაც არა. მე ესპანეთში უკვე ხუთი წელია , რაც ვარ და ამ ხნის განმავლობაში გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ ასეთი რაღაცეები "მადრიდის რეალის" მწვრთნელისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. სულაც არ ვგრძნობ, რომ ჩემს წინააღმდეგ ანტიკამპანია მიმდინარეობს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოს თანმდევი სიტუაციაა. კლუბმა რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა მოკლე პერიოდში.

რას ფიქრობთ, რატომაა, რომ კლუბის თამაშს ასე მტკივნეულად რომ იხილავენ?

მე ყოველთვის მინდოდა, რომ კლუბს კარგად ეთამაშა, ასე სურს კლუბის გულშემატკივარსაც, ეს კი თავისთავად ნიშნავს , რომ არ გვაქვს უფლება ცუდად ვითამაშოთ. ჩვენ გვყავს დაცვის ხაზი, რომელსაც ხუთ თამაშში გოლი არ გაუშვია და ამავდროულად ერთ–ერთი უძლიერესი შეტევითი ხაზი. ვიცი, რასაც ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგსაც მალე ვნახავთ. მაგ: იგივე ლუის არაგონესი ავიღოთ, მასაც აკრიტიკებდნენ , როცა ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და ანალოგიური სისტემის გამოყენება დაიწყო. ჩვენ ჩვენი ნიშა უნდა ვიპოვოთ, რაც დროთა განმავლობაში ხდება. კლუბი წინა წლების განმავლობაში ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა და შესაბამისად ამ სისტემაზე იყო აწყობილი, მე კი სრულიად სხვა ტიპის ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას.

თქვენ თქვით, რომ "ალკორკონთან" მატჩი უკანგადადგმული ნაბიჯი იყო...

სეზონი მთლიანობაში და "ალკორკონთან" შეხვედრა ორი განსხვავებული რამაა. ეს იყო შემთხვევითობა, რაც სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა.

ფიქრობთ თუ არა, რომ ფეხბურთელებს ეჭვი შეეპარებოდათ თქვენს ავტორიტეტში?

ფეხბურთელებს არანაირი ეჭვი არ აქვთ და ვფიქრობ, რომ ჩვენ სამივე ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ წელს.

ხედავთ თუ არა თქვენს თავს სამომავლოდ კლუბში?

ამ ხუთი წლის განმავლობაში მე ამას სხვა მხრიდან ვუყურებდი. არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც მე დავთანხმდი ამ კლუბის ხელმძღვანელობას. მე მოვისმინე ის ინფორმაციები, რომლებიც გავრცელდა პრესაში. მე , როგორც ვალდანოსთან , ასევე პარდესასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ არცერთი მათგანი ჩემს საქმიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.

რა უთხარით გუტის ისეთი, რომ დამშვიდდა?


ის არ ყოფილა აღშფოთებული. მე ვნახე, რომ იგი საკუთარ თავს არ გავდა და ვეცადე გამეკეთებინა ის, რაც კლუბისთვის იქნებოდა კარგი, ამის შემდეგ მე და გუტიმ დიდხან ვისაუბრეთ პირისპირ.

ფეხბურთელები როგორ გრძნობენ თავს, როცა შეცვლებზეა საუბარი პრესაში?

ეს, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება მათ ჰკითხოთ, მაგრამ არამგონია ეს დამოკიდებული იყოს იმ ურთიერთობაზე, რაც მე მათთან მაქვს.

კვლავ გრძნობთ თუ არა თავს ბედნიერად "მადრიდის რეალის" მწვრთნელის რანგში?

მე ყოველთვის მოხარული ვიქნები კარგი საქმის კეთებით. როცა ის შედეგები ვერ ვაჩვენეთ, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ძალიან ვღელავდი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ზეწოლა , რაც პრესის მხრიდან მოდის, ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც მე პირადად ჩემი თავის წინაშე ვგრძნობ. მოგება ყოველთვის იქნება წაგებაზე უკეთესი, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

"ალკორკონთან" განმეორებით შეხვედრაში გამოიყვანთ თუ არა იგივე შემადგენლობას?

ჯერ "ხეტაფეს" და "მილანს" უნდა ვეთამაშოთ, რის შემდეგაც მოგვიწევს თამაში ვისენტე კალდერონზე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.და ამის შემდეგ ვეთამაშებით "ალკორკონს" , ჯერ კიდევ დიდი დროა, ასე რომ ვნახოთ.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 30 ოქტომბერი 2009
  • 2061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)