რონალდუს კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლოვონ

ამ დასკვნამდე მივიდა "მარკა" მას შემდეგ, რაც ჩაატარა გამოკითხვა. გამოკითხულთა 77%-ს სურს, რომ ფლორენტინო პერესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, იმისთვის რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.


გამოკითხულთა უმრავლესობას "მადრიდის რეალი" კრიშტიანო რონალდუს გარეშე ვერ წარმოუდგენია. ის , რომ ნორმალური და ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყოს, მაშინ ამას ადვილად წარმოიდგენდი, მაგრამ ფეხბურთელი, რომელმაც უდიდესი და უმთავრესი წვლილი შეიტანა კოპა დელ რეის, ლა ლიგის, ესპანეთის სუპერ თასის მოგებაში, შეუძლებელია ადვილი გასაშვები იყოს. ყველა მათგანს სურს, რომ რონალდუს კონტრაქტი გაუხანგრძლოვონ.

ასეთია შედეგი იმ კვლევისა, რომელიც კომპანია Sigma Dos-მა გამომცემლობა მარკა-სთვის ჩაატარა. გამოკითხვაში 77% თვლის, რომ ფლორენტინო პერესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რონალდუსთვის კონტრაქტის გასახანგრძლოვებლად.

კრიშტიანო რონალდუს ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2015 წლამდე აკავშირებს. მისი მომავალი კლუბში ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც მან მიმდინარე სეზონის მსვლელობისას განაცხადა, რომ ის მადრიდში მოწყენილია. ყველა "მადრიდის რეალის" კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ დროა მას კონტრაქტი გაუხანგრძლოვდეს გაუმჯობესებული პირობებით.

კრიშტიანო რონალდუ იდეალურია "მადრიდის რეალისთვის" და მისი ცნობადობა და სიყვარული საკმაოდ დიდია საზოგდოებაში. ყველაზე მეტად კი მისდამი სიყვარულით ახალგაზრდები გამოირჩევიან. 30 წლამდე წვრების 79,3% კონტრაქტის სასწრაფო გახანგრძლივებას ითხოვს, ისევე როგორც 81,9% წევრებისა, რომელთა ასაკიც 30-დან 44 წლამდე მერყეობს. ის ხელშეუხებელი იდეალია ბავშვებისთვის. ამის დამამტკიცებელი არის ის ფაქტი, რომ 78,6% წევრებისა , რომელთაც წევრთა ბარათი 5 ან უფრო ნაკლები წელია , რაც აქვთ, მხარს უჭერენ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას.

რონალდუს კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლოვონ


ტრანსფერის შედეგები და გამოძახილი

სამნახევარი წლის წინ "მადრიდის რეალმა" კრიშტიანო რონალდუ სარეკორდო 96 მლნ. ევროდ შეიძინა, მაგრამ წლების მანძილზე , კლუბის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ ეს ბრწყინვალე ინვესტიცია იყო და ისინი გახანგრძლივებას ითხოვენ.

Sigma Dos-ის მიერ 2010 წელს ჩატარებული გამოკითხვის დროს , როდესაც იკვლევდნენ იმას, თუ რამდენდ მიესალმებოდნენ პორტუგალიელი ვარსკვლავის ასეთი ოდენობის თანხის სანაცვლოდ გუნდში მოყვანას, წევრების 96%-მა მიზანშეწონილად მიიჩნია ეს გადაწყვეტილება.

თავისი მეოთხე სეზონის განმავობაში, წევრებს თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ მაშინ ისინი არ შემცდარან და ტყუილად არ დაუჭერიათ მხარი ამ გადაწყვეტილებისთვის. არამარტო იმ ტიტულების გამო, რომელიც გუნდმა მოიგო, არამედ იმ რეკორდებისა და მაჩვენებლების გამო, რომელიც ფეხბურთელს გააჩნია. მას 173 შეხვედრაში 175 გოლი აქვს გატანილი "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში. dle 10.1

  • J.Z.
  • 12 იანვარი 2013
  • 2106
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)