რონალდუს გარეშე "მადრიდის რეალს" მოგება უჭირს

პორტუგალიელი ფეხბურთელის გარეშე "სამეფო კლუბს" ძალიან უჭირს.


"მადრიდის რეალი" მომდევნო შეხვედრას კრიშტიანო რონალდუს გარეშე ჩაატარებს. პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერთად გუნდმა ჩატარებული შეხვედრებიდან 25%-ის მოგება ვერ შეძლო. პორტუგალიელის გარეშე კი ეს მაჩვენებელი 35%-მდე ადის.

მოკლედ რომ ვთქვათ, კრიშტიანო რონალდუს გარეშე გუნდი საშუალოდ ყოველ მესამე შეხვედრაში კარგავს ქულებს.

კრიშტიანომ საერთო ჯამში 172 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა მას შემდეგ, რაც "მადრიდის რეალში" გადმოვიდა, აქედან გუნდმა 129-ჯერ გაიმარჯვა (75%), 24-ჯერ ფრედ ითამაშა (14%) და 19-ჯერ დამარცხდა (11%). რონალდუს გარეშე "მადრიდის რეალმა" საერთო ჯამში ჩაატარა 23 შეხვედრა, საიდანაც 15 მოიგო (65%), ორში ფრედ დაასრულა შეხვედრა (9%), ხოლო ექვს მათგანში კი მარცხი იწვნია (26%).

ყველაფერს ერთად თუ გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია რონალდუ "სამეფო გუნდისთვის" და როგორ მოქმედებს მისი არყოფნა გუნდზე.

ერთი და იგივე მაჩვენებელია მისი მოედანზე ყოფნისას გუნდის მიერ გატანილ გოლებსა და მისი არყოფნისას გატანილ გოლებს შორის. რონალდუსთან ერთად გუნდმა 172 შეხვედრაში 448 გოლი გაიტანა (საშუალოდ 2,60 გოლი), ხოლო რონალდუს გარეშე ჩატარებულ 23 შეხვედრაში კი 56 გოლს მოუყარა გუნდმა თავი (საშუალოდ 2,56 გოლი). dle 10.1

  • J.Z.
  • 12 იანვარი 2013
  • 1979
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)