მსოფლიო პრესა რონალდუზე

”სელტა”-ს წინააღმდეგ რონალდუს მიერ ნაჩვენებმა თამაშმა მსოფლიო პრესა აალაპარაკა.


Marca: "კუმირი!"

გამომცემლობის გარეკანზე გამოტანილია გოლის აღნიშვნის მომენტი, რომელიც სრულაიდ ასახავს პორტუგალიელი ფეხბურთელის მდგომარეობას. სურათი სრულიად გამოხატავს ფეხბურთელის მიერ მთელი თამაშის განმავლობაში გაწეულ უდიდეს შრომას: ”შეუდარებელი წარმოდგენა CR7-ის შესრულებით, სამი გოლი და საგოლე გადაცემა ხედირაზე. ”სანტიაგო ბერნაბეუ” გუგუნებდა ”კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელი” და მას ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.” ჟურნალის შიგნით მატჩის მიმოხილვაში ნათქვამია: ”კრიშტიანოს შეუდარებელი თერაპია ქონდა. ბრწყინვალე მატჩი პორტუგალიელი ფეხბურთელის შესრულებით, რომელიც სამი გოლის არქიტექტორი იყო. რონალდოს მორიგი ლეგენდარული მატჩი გამოუვიდა ”ბერნაბეუს” პუბლიკის წინაშე, რომელმაც ის თამაშის შემდეგ აპლოდისმენტებით გააცილა.”

As: "კრიშტიანო ნამდვილი ოსტატია"

ეროვნულ სპორტულ გამომცემლობაში დომინირებს კრიშტიანო რონალდუს მიერ გატანილი გოლის აღნიშვნის სცენა. ”კრიშტიანომ ყველას პასუხი გასცა. მან სამი გოლი გაიტანა (და ერთიც სრულიად არასამართლიანად გაუუქმეს) და ერთი საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა. მან 2013 წლის დასაწყისი ხმაურიანად გახსნა. ის ამ საღამოს გამართული ღონისძიების ნამდვილი ოსტატი იყო. სრულყოფილი ფეხბურთელი. ”ბერნაბეუ” მღეროდა ”ოქროს ბურთი, ოქროს ბურთი”.

L'Equipe: "რონალდუს ჯადოქრობამ ”მადრიდის რეალს” მოაგებინა”

პრესტიჟული ფრანგული გამომცემლობის ვებ-გვერდი მატჩის ანალიზს იწყებს პორტუგალიელი ფეხბურთელის ფოტოთი. სტატიაში ვკითხულობთ: ”რონალდუს ჯადოქრობამ ”მადრიდის რეალი” გამარჯვებამდე მიიყვანა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ნამდვილი მაესტრო და აქრიტექტორი იყო ამ შეხვედრაში.”

A Bola: "რონალდუ ”სელტას” ანადგურებს”

O Jogo: "როგორი დიდებული ხარ კრიშტიანო!"

O Jogo საკმაოდ ხმამაღალა ლაპარაკობს: ”როგორი დიდებული ხარ კრიშტიანო!”. ეს სიტყვებია გამოტანილი წინა გვერდზე. შიგნით კი ახსნილია, თუ რატომ იყენებენ ამ სიტყვებს: ”ჰეთთრიკი და საგოლე გადაცემა და ”მადრიდის რეალი” კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე გადის”

Olé: "მარგალიტი რონალდუს დახმარებით ”მადრიდის რეალი” პირველ მატჩში მარცხის გამო ჯავრს იყრის ”სელტას” წინააღმდეგ”

არგენტინული გამომცემლობაც საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს რონალდუს და მას ბრილიანტს უწოდებს. ”ბრილიანტი რონალდუს დახმარებით, ”მადრიდის რეალი” ”სელტა”-ზე ჯავრს იყრის პირველი წაგებული შეხვედრის გამო და კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე გადის. 4:0 ანგარიში, ჰეთთრიკი და საგოლე გადაცემა პორტუგალიელის ანგარიშზე.”

La Gazzetta dello Sport: "რონალდუ შეუჩერებელი იყო ”სელტას” წინააღმდეგ”

იტალია მორიგი ქვეყანაა, სადაც რონალდუს ნაჩვენებ თამაშს ეხმაურებიან. ”რონალდუ შეუჩერებელია ”სელტას” წინააღმდეგ.”

Bild: "რონალდუს ”მადრიდის რეალი” შემდეგ ეტაპზე გაყავს”

ESPN: "რონალდუმ ”მადრიდის რეალი” თასზე დატოვა თავისი დიდებული წარმოდგენის წყალობით.”

”ბრწყინვალედ ჩატარბეული შეხვედრის და კრიშტიანო რონალდუს სამი გოლის წყალობით, ”მადრიდის რეალმა” 4:0 იმარჯვა ”სელტას” წინააღმდეგ. ისინი თასის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ”ვალენსიას” დაუპირისპირდებიან.” dle 10.1

  • J.Z.
  • 11 იანვარი 2013
  • 4334
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)