კარანკა : "კასილასი ბრწყინვალე იყო"

აიტორ კარანკამ სელტასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი ფეხბურთელები შეაქო, ბასკი მწვრთნელის თქმნით გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა...


"ძალიან ლამაზი და უხვგოლიანი მატჩი გამოდგა, ჩვენ მართლაც მშვენივრად ვითამაშეთ. ჩაბი ალონსომ კისერში მძიმე დარტყმა მიიღო და მას პატარა ტკივილები აღენიშნება, თუმცა დარწმუნებული ვარ სერიოზული არაფერია, ბასკი მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას მაინც გაივლის, შემდეგ კი საბოლოო პასუხი გვეცოდინება, თუმცა მერწმუნეთ საგანგაშო არაფერი გახლავთ."

"ბერნაბეუმ კვლავ დაუჭირა მხარი იკერ კასილასს და ეს საკმაოდ ნორმალური ფაქტია, რადგან იკერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და მოურინიოს მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პორტუგალიელმა კარგად დაასაბუთა, რომ ესპანელ მეკარეს უბრალოდ მეტი ვარჯიში მართებს ფორმის შესანარჩუნებლად, მერწმუნეთ ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი კაპიტანი."

"კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალე ფორმაშია, მან ძალიან კარგად ითამაშა, რონის ანგარიშზე 3 გოლი ჩაეწერა, რაც თავისთავად დიდი შედეგია, თუმცა რომ გითხრათ გაკვირვებული ვარო ნამდვილად მოგატყუებთ, რადგან პორტუგალიელ მოთამაშეს არაერთხელ შეუსრულებია ჰეთ-თრიკი, იგი უბრალოდ ფანტასტიური ფეხბურთელია და მისი თამაშის ხილვა ნებისმიერ მაყურებელს აღაფრთოვანებს, დღევანდელ გამარჯვებაში ჩვენმა "7-"იანმა ლომის წვლილი დაიდო და მთელი გუნდი მისი მადლიერია."

"ჩვენ ვერ მოვახერხეთ დაჯილდოვებასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი და ასე შემდეგ, რადგან ჟოზე მოურინიოს უფრო რთული საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი, გუნდს პირველი დაპირისპირება 2-1 ჰქონდა წაგებული და ჩვენ ბერნაბეუზე მხოლოდ მოგება გვესაჭიროებოდა, ჟოზემ ყველა ტაქტიკა დასახა იმისათვის, რომ სოლიდურად გამოვსულიყავით, გუნდმა შესაძლებლობების 100 თუ არა 90% მაინც გამოავლინა."

"იკერ კასილასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, მან სელტასთან ურთულესი ბურთები აიღო, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მისნაირი დონე რომ არა, დღეს "რეალი" მინიმუმ 2 გოლს გაუშვებდა. ჩვენ იკერის მადლიერნი ვართ, იქნება თუ არა იგი მომდევნო შეხვედრაში მოედანზე, ამას ჟოზე მოურინიო გადაწყვეტს, ვფიქრობ ყველაფერი ვარჯიშებზე გადაწყდება." dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2013
  • 2031
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)