სალგადო:"მადრიდელებს ძალიან უჭირთ"

ამ ზაფხულს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მიჩელ სალგადო ვერ მოერგებოდა გუნდის ახალ პროექტს და მრავალწლიანი კარიერის შემდეგ მიჩელმა მადრიდული გრანდი დატოვა. სალგადო გადავიდა "ბლექბერნში", სადაც დაასრულებს კიდეც კარიერას. რამდენიმე მატჩის შემდეგ კი აცხადებს, რომ ისევ სურს ფეხბურთის თამაში. მან ინტერვიუ მისცა გაზეთ As-ს.


მე ვესაუბრები "ბლექბერნის" ახალ გოლეადორს?

ჰა, ჰა.. დიახ. მე გავიტანე ინგლისის თასზე. გოლიც ძალიან ლამაზი გამოვიდა: ბურთი დავიჭირეთ, მე გავასწარი მათ მცველს და გადავგზავნე ბურთი კარში მეკარესა და ძელს შორის. ინგლისში ვაგრძელებ ფლანგურ მცველად თამაშს. ზოგჯერ კი ფლაგური ნახევარმცველიც ვარ.

როგორი იყო პირველი მატჩები პრემიერლიგაში?

ვითამაშე ოთხი მატჩი პრემიერლიგაში. ამათგან ერთი ბოლომდე. ახლა სემ ელერდაისს სურს უფრო ხშირად ვითამაშო, შევეჩვიო გუნდს, რათა დაბრკოლების გარეშე გავიდე მოედანზე. მას სურს კომფორტულად ვგრძნობდე თავს.

ვარჯიშები ესპანეთსა და ინგლისში განსხვავდება?

სიმართლე გითხრათ განსხვავდება. იქ სხვა მენტალიტეტი და ფეხბურთისადმი სულ სხვა ხედვაა. მე არ მსურდა კარიერის დასრულება ყატარში. მსურდა კიდევ ბევრი რამ მესწავლა ფეხბურთში. აქ ვარჯიშები თამაშს ჰგავს: მაღალ რიტმში მიმდინარეობს. აქ არასდროს ჩერდებიან.

იხილეთ "რეალის" ბოლო შედეგები? რას იტყვით "ალკორკონთან" მარცხზე?

ახლა არ არის ამის განხილვის დრო, როცა მათგან შორს ვარ. ვფიქრობ მათ უმძიმესი მომენტი უდგათ. მე მათ ბოლომდე გავამხნევებ.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 30 ოქტომბერი 2009
  • 1722
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)