მოდრიჩისთვის "სიტი", "ჩელსი" "პსჟ" იბრძოლებენ

ესპანურ და ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუკა მოდრიჩით 3 უდიდესი კლუბია დაინტერესებული, საუბარია ლონდონის ჩელსიზე, მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ზე, რომელიც გაძლიერებას კვლავ განაგრძობს...


მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ხორვატი ფეხბურთელი დიდი წვალების შემდეგ იყიდა, ფლორენტინო პერესი ფიქრობდა, რომ ლუკა "ბლანკოსის" შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურებში იგი კარგად გამოოიყურებოდა, საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო ჟოზე მოურინიოს 100%-იანი ნდობის მოპოვება, ძალიან იშვიათად ხდება ისეთი ფაქტი, როდესაც ხორვატი მოთამაშე თამაშს ძირითად შემადგენლობაში იწყებს, იგი ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვება ხოლმე მატჩებში.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ლუკას ზოგიერთი უკვე აბარგებას უწინასწარმეტყველებს, რადგან ახალგაზრდა ნახევარმცველს არ სურს საუკეთესო წლების სათადარიგოთა სკამზე გატარება.

ხორვატი მოთამაშის შეძენით უკვე დიდი ხანია მანჩესტერ "სიტი" ინტერესდება. ჯერ კიდევ ტოტენჰემში ყოფნის დროს "ცისფერების" ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიმართეს "მამლების" ხელმძღვანელობას ლუკას გადაბირებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოდრიჩმა თავი მადრიდში ამოყო.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდელი მოთამაშის შეძენა ლონდონის ჩელსისა და და საფრანგეთის პარისენჟერმენს სურთ. ორივე გუნდს ნახევარდაცვის ცენტრში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ მწვრთნელებს მიაჩნიათ, რომ ლუკა მათ გუნდს ბრწყინვალედ მოერგება. რაფაელ ბენიტესის განცხადებით, ხორვატმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ფილოსოფია უკვე დიდი ხანია შეისწავლა და მას ჩელსის სტილზე მორგება არ გაუჭირდება. dle 10.1

  • Hala
  • 9 იანვარი 2013
  • 1694
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)