მოურინიო:"მედია უპატივცემულობას იჩენს ადანის მიმართ"

ჟოზე მოურინიო "სოსიედადთან" მატჩის შემდეგ...


"მე არ მინახავას ეს შეხვედრა ტელევიზიით, მაგრამ დამამახსოვრდა, რომ ვარანმა ადანს ისეთი პასი გაუკეთა, რომელიც არ უნდა გაკეთებულიყო, მეკარე იძულებული იყო ბურთი სახიფათო ზონიდან მოეცილებინა და არა შეტევის დაწყება ეცადა. მან დაკარგა ბურთი და დაისაჯა 11 მეტრიანი დარტყმით. ეს პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავდა ერთი ან ორი მოთამაშე ადანის უკან კარის ხაზზე. ამ სეზონში ბევრჯერ დავისაჯეთ მსაჯსის საეჭვო გადაწყვეტილებების გამო. შეიძლება არასწორი ვარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, ეს რომ სხვა გუნდს სხვა სტადიონზე დამართნოდა, არბიტრი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლებოდა."

"მოხარული ვარ გულშემატკივრების საქციელის გამო, მათ შეხვედრის საწყის ეტაპზე დამისტვინეს მე და შემდეგ ისე უგულშემატკივრეს გუნდს როგორც მათ ეკადრებათ, ეს დიდებულია. მე ვფიქრობ, მათ კასილასის სკამზე დატოვების გამო დამისტვინეს, რისი მიზეზიც ლა ლიგაში ჩვენი მცირე შანსები იყო. ჩემთვის ნორმალურია ფანების ასეთი საქციელი. არ მინდა, რომ ყოველთვის გმირი ვიყო, არა აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ითამაშებს გუნდი."

"მე ვუთხარი ადანს "მალაგასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ თუ მას დაუსტვენდნენ ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება და არა მისი. ფანებს პრობლემა ადანთან კი არა ჩემს გადაწყვეტილებებთან აქვთ, შედეგზე კი პასუხს ის აგებს. ეს ესპანეთის პრობლემააა, სხვაგან მსგავსი პრობლემა არ აწუხებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ადანის მიმართ უპატივცემულობა იყო. მან კლუბში 16 წელი გაატარა, ის აქ აღიზარდა, ბავშობიდან "რეალის" გულშემატკივარია და რატომ არა აქვს მას უფლება იყოს ბედნიერი? თქვენ, (ჟურნალისტებს) მოურინიოსთან პრობლემა ადანის უპატივცემულობაში გადაზარდეთ".

"კრიშტიანუმ ბევრი იშრომა, მან დიდებული თამაში ჩაატარა ისევე, როგოც სხვებმა. მან თამაშის კლასი აჩვენა და გამარჯვება დაიმსახურა, ისევე როგორც სხვამ. პირველად გოლი მან მინდორზე მყოფ თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკმაისკენ გამოიქცა. "

"კარვალიომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. არ მიყვარს ვინმეს გამოყოფა, მაგრამ კარვალიომ განსაკუთრებით კარგად ითამაშა. წელს ის უცნაურ სიტვაციაშია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მისი კონტრაქტის ბოლო წელია, ასევე გადავწყვიტეთ, რომ პირველი პეპე-რამოსის წყვილი იქნებოდა, მეორე კი ვარანი–ალბიოლის, მაგრამ გამოცდილი კარვალიო დღეს ძალიან დაგვეხმარა."

"მე ვუთხარი ჩემს ბიჭებს, რომ ათივე მოთამაშეს ყველა ასპექტში მიეღო მონაწილეობა და რომ არ შეიძლებოდა ცხრა კაცით თავის დაცვა. მათ ვუთხარი, რომ კომპაქტურები ყოფილიყვნენ და გააკეთებინათ საინტერესო თამაში,როცა გუნდი უმცირესობაში იყო ფანებმა შესანიშნავად შეძლეს ჩვენი ფეხბურთელების დაცვა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)