გუტი უარყოფს კონფლიქტს პელეგრინისთან

გუტი ესაუბრა ჟურნალისტებს თემაზე, რომელიც მათ ააგორეს, თითქოს გუტისა და პელეგრინის შორის კონფლიქტი იყო.


რა შეგიძლიათ გვითხრათ, თუ რა მოხდა თქვენ შორის?

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი ჭორია. მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან... გასახდელში კი უბრალოდ საუბარი მიდიოდა იმაზე, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს და რითი შეიძლებოდა ამის გამოსწორება. რაც არ უნდა ცუდად თამაშობდნენ ფეხბურთელები, მე ვიცი ვინ ვარ და რისი უფლება მაქვს.

გრანერომაც თქვა რომ არავითარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია...

ყველა მოწმეები ვართ იმ ეგრედწოდებული დაპირისპირების და ამიტომაც ნებისმიერი იტყვის თუ რა მოხდა სინამდვილეში. შეგიძლიათ ინტერვიუ ჩამოართვათ ჩემს თანაგუნდელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს... დარწმუნებული ვარ იმ ფაქტის მომსწრე საზოგადოება იგივე პასუხს გაგცემთ.

როგორი ურთიერთობა გაქვს პელეგრინისთან?

პირველივე დღიდან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, იგი ძალიან კარგი ადამიანია. მე მას ყოველთვის ვცემდი პატივს და იმედია ისიც ასე ფიქრობს ჩემზე. მის დავალებებს პირნათლად ვასრულებ, ახლა კი ჩემთვის მთავარი ბევრი მუშაობაა.

"ალკორკონთან" შეხვედრაში ძალიან გაბრაზებული იყავით....

მართალია, ეს თავიდან ბოლომდე ნერვების ბრალია... ეს იყო მოულოდნელი და ჩემს კარიერაში ერთ–ერთი ყველაზე საშინელი მარცხი. ძალიან ძნელია დამალო ემოციები, მაშინ როდესაც არაფერი გამოგდის, უშვებ ბევრ შეცდომას და უხეშად გეთამაშებიან.

როგორ ფიქრობთ, ვითარების გამოსწორება განმეორებით შეხვედრაში შესაძლებელია?

რა თქმა უნდა. ეს იყო უბრალოდ ცუდი დღე, სადაც არც გაგვიმართლა და ვერც ვითამაშეთ. განმეორებით შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვახერხოთ იმხელა ანგარიშით გამარჯვება, რაც საშუალებას მოგვცემს გავიდეთ შემდგომ ეტაპზე, ეს უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის.

პელეგრინის აკრიტიკებენ, მაგრამ ფეხბურთელები არ ითრგუნებიან...

ეს მართლაც რომ ძალიან კარგია. შეიძლება შეცდომები დაუშვა, არ წაგივიდეს თამაშები, მაგრამ არ უნდა დაითრგუნო და ყველაფერი გამოგივა. ვფიქრობ რომ ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს მადრდის "რეალს", რასაც ისინი სულ მალე დაამტკიცებენ ჩვენთან ერთად. უკვე თავის მომაბეზრებელია ამდენი წარუმატებლობა და მოვიდა წარმატების დროც... ყველაფერს გავაკეთებთ "ხეტაფესთან" და იტალიურ "მილანთან" გასამარჯვებლად.


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 29 ოქტომბერი 2009
  • 1790
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)