რონალდუ:"თავს კარგად ვგრძნობ"

რონალდუმ ვარჯიშის შემდეგ ჯურნალისტების კითხვებს უპასუხა...


სიტუაცია (რონალდუ) კლუბში:"მე თავს კარგად ვგრძნობ არსებულ სიტუაციაში. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი უფრო კარგი იქნება ვიდრე გასული. თავს კარგად ვგძნობ და იმედი მაქვს უფრო მეტის მიღწევას შევძლებთ."

კონტრაქტის განახლებაზე:"მე ეს თემა უკვე განვიხილე ჟურნალისტებთან. აღარ ვაპირებ ვესაუბრო ჟურნალისტებს კონტრაქტის საკითხზე. ახლა მხოლოდ მატჩებზე მსურს კონცენტრირება, აღარ ვაპირებ ჭორების განხილვას."

გულშემატკივრების მხარდაჭერაზე:"გახარებული ვარ, რომ ნახევარი სეზონის ასეთი არასრულფასოვანი ჩატარების შემდეგ გულშემატკივარმა არ უარმყო. ჩვენ დამნაშავე ვართ, რაც მოხდა და ასევე გარკვეულწილად დამნაშავე ვართ გულშემატკივართა წინაშე."

მანჩესტერ "იუნაიტედზე":"მე ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ ამ კლუბის მიმართ. ეს არის კლუბი, რომელმაც ყველაფერი გაიღო ჩემს ასეთად ჩამოსაყალიბებლად. იქ ბევრი მეგობარი მყავს ხალხი, რომელთაც გულით ვატარებ. მაგრამ ახლა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ვარ. სამწუხაროა, რომ ამისთვის "იუნაიტედის" დატოვება მომიხდა, მაგრამ მე ძირითადად ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ "სამეფო კლუბში".

ოქროს ბურთზე:"პატიოსნად გეტყვით, რომ მინდა მოვიგო ეს ჯილდო. თითეულმა ნომინანტმა შესაძლოა მოიგოს ეს პრიზი. თუ ვერ შევძლებ ოქროს ბურთის მოგებას, მე არ ვიქნები მწუხარე. მე გავაგრძელებ თამაშს იმ დონეზე რა დონეზეც ვთამაშობდი, ცხოვრება გრძელდება..."

კლუბში მოურინიოს მდგომარეობაზე:"ყველაფრის მიუხედავად იგი დარჩება კლუბში. მან შექმნა ახალი "რეალი", რომელიც დღითიდღე ძლიერდება და უკეთესია ვიდრე ძველი."

კასილასის სათადარიგოთა სკამზე დასმის შესახებ:"მე ფეხბურთში არაფერი არ მიკვირს. მე ვხედავ, როგორ კარგად თამაშობენ ადანი და ხესუსი. ეს ტექნიკური ცვლილება იყო და პატივი უნდა ვცეთ მოურინიოს გადაწყვეტილებას. აქ მწვრთნელია უფროსი და ის ადგენს შემადგენლობას."

"ლა ლიგას" შესახებ:"ცხადია, რომ თითქმის შეუძლებელია ტიტულის შენარჩუნება. ჩვენ ბევრი ქულები დავკარგეთ და შორს ვართ ჩვენი მთავარი კონკურენტისგან. ეს არის ფატალური, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძლებთ ბრძოლას, დაუშვებელია ნახევარი სეზონის შემდეგ დანებება." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)