გუნდმა ივარჯიშა

საშობაო არდადეგების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები სამწვრთნელო პროცეს დაუბრუნდნენ.


საშობაო არდადეგების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა "ალფრედო დი სტეფანოზე" ვარჯიში განაახლეს. ვარჯიში ღია იყო გულშემატკივართათვის. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში პირველი გუნდის 21 ფეხბურთელი იყო და ლორენტე ახალგაზრდული გუნდიდან. ვარჯიში მარსელომ, ალბიოლმა და კოენტრამ ტრავმების გამო გამოტოვეს.

მინდვრის ყველა მოთამაშე რუი ფარიას ხელმძღვანელობით პირველ ჯგუფში იყო გაერთიანებული. ისინი ფიზიკურ მომზადებას გადიოდნენ და კუნთების გაძლიერებაზე მუშაობდნენ... სამი მეკარე კასილასი, ადანი და ხესუსი, სილვიო როულოსთან ერთად ემზადებოდნენ. ამის შემდეგ მოთამაშეები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ითამაშეს. ჟოზე მოურინიო ყურადღებით ადევნებდა თვალს ფეხბურთელებს.

რაც შეეხება გონსალო იგუაინს, მან ჯერ ვარჯიში დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი შეუერთდა თანაგუნდელებს და მათთან ერთად ვარჯიშობდა.





ინფორმაციის წყარო:realblancos.com, realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)