მოვლენა, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

მსოფლიო ფეხბურთში, ბევრი ლეგენდა დაბადებულა, გაზრდილა და დაუტოვებია საკუთარი კვალი ამ დიადი სპორტის ისტორიაში, მაგრამ არსებობდნენ მოვლენილებიც, რომლებმაც შეცვალეს ეს ბრწყინვალე თამაში და უზარმაზარი გავლენა არამხოლოდ ფეხბურთზე, არამედ მთლიანად მსოფლიოზე მოახდინეს. ასეთი ადამიანების რიცხი ძალიან მცირეა, რომელშიც ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი ბრაზილიელ გენიოსს, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს უჭირავს, რომელმაც თავისი ენით აღუწერელი ასპარეზობით სამუდამოდ დატოვა კვალი და გახდა ბევრი ლეგენდის კუმირი...


ფეხბურთის ზეიმი 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც ასპარეზზე გამოჩნდა 16 წლის ბიჭი, რომელიც მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ვუნდერკინდი. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ჭაბუკი გააოცებდა მთელ მსოფლიოს და შექმნიდა ახალს ფეხბურთისთვის. იგი ადრეულ წლებშივე შეადარეს ფეხბურთის მეფედ წოდებულ პელეს და 17 წლის ასაკში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანეს. მისი ნიჭით გაოცებული ხალხი დაწრმუნებული იყო, რომ ბრაზილიისთვის დაიბადა ახალი პელე, რომელიც მეორედ დაწერდა იმ ისტორიას, რომელიც 1958-წლიდან 1970-მდე შეიქმნა. ყველა ელოდა მის სასწაულ თამაშს, მას ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო ერქვა !!!

მოვლენა, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

მომავალში, ფენომენად წოდებულმა სასწაულმოქმედმა, ავანსების გამართლება სრულყოფილად დაიწყო და ადრეულ ასაკშივე უდიდესი აღაირებები მიიღო. მართალია, 1994 წლის მუნდიალზე, იგი არ იყო ბრაზილიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, რადგან მაშინ ნაკრებს ბებეტო და რომარიო ლიდერობდნენ, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში, ის უკვე იყო თავისი გუნდის უპირობო ლიდერი. ის თამაშობდა ფანტასტიურ ფეხბურთს და დროთა განმავლობაში, რონალდომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები გააოცა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ლუისი ქმნიდა რაღაც ახალს, რაღაც შესანიშნავს. ფაქტია, რომ ამ პატარა ბიჭმა ძალიან მალე შეცვალა ფეხბურთი და ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

მოვლენა, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

1996 წელს, 20 წლის ბიჭი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც რეკორდია ფეხბურთის ისტორიაში. ბრაზილიელი მოვლენა გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ის წოდება დაიმსახურა. "ბარსელონაში" ეს ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ფენომენი, სასწაულებს აკეთებდა. რონალდომ ძალიან ბევრის მნახველი, სერ ბობი რობსონი გადარია და გააოცა თავისი უნიკალური გოლით "კომპოსტელას" კარში. ლუისის ესპანური კარიერის დროს, ყველა მიხვდა, რომ ახალი პელეს დაბადებაზე საუბარი არ იყო მხოლოდ ვარაუდი, არამედ ეს გახლდათ რეალობა.

1996 წლის წოდების შემდეგ, 1997 წელს, ბრაზილიელი მოვლენა იტალიაში გადაბარგდა და თავისი სასწაულები მილანის "ინტერის" შემადგენლობაში გააგრძელა. სრულიად, იტალია ბედნიერი იყო იმ დროს იმით, რომ მომავალში უდავოდ ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი, სწორედ ამ ქვეყანაში დაჰყოფა დიდ პერიოდს. 1997 წელი, სასწაული მოთამაშისთვის ასევე უნიკალური გამოდგა და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდება, 21 წლის ასაკში "დადადომ" ზედიზედ მეორედ მიიღო. სრულიად საფეხბურთო სამყარო დარწმუნებული იყო რომ, 1998 წლის მუნდიალი ისევ ბრაზილიას დარჩებოდა, ამ შესანიშნავი ფეხბურთელის თამადობით, რადგან იმ პერიოდში არ მოიძებნებოდა ძალა, რომელიც რონალდოს გააჩერებდა. ლუის ნაზარიომ, გავლენა მოახდინა სრულიად მსოფლიოზე. რონალდომ ფინალი ვერ ითამაშა და ბრაზილიამ 3-0 წააგო.
ამ საშინელი მოვლენის შემდეგ, შეიძრა სრულიად საფეხბურთო სამყარო. ხახლი პანიკაში იყო და აინტერესებდა, თუ რა დაემართა რონალდოს და რა იყო მისი ვერთამაშის მიზეზი, რომელიც შემდეგ გაირკვა (მოთამაშის მოწამვლა). სწორედ, აქედან იყწყება, ლუისის სასწაულად უიღბლო პერიოდი. 1999 წელს, რონალდომ მუხლის მყესი გაიწყვიტა და საყვარელ საქმეს ნახევარი წლით ჩამოშორდა. ბრაზილიელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ამ სპორტში დასაბრუნებლად და პელეს კვალის გასაყოლებლად, საბოლოოდ ლუის ნაზარიოს შრომამ ნაყოფი გამოიღო, და იგი მწვანე მინდორს "ლაციოსთან" მატჩში დაუბრუნდა. სწორედ აქ, ელოდა, ბრაზილიელს ყველაზე დიდი საშინელება ფეხბურთელისთვის. ის 2 წუთიც არ იყო რაც, მოედანზე შემოვიდა და იმავე, ფეხზე, იმავე ადგილას, ისევ გაიწყვიტა მუხლის ახლად შეხორცებული მყესი.

მოვლენა, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა


ამ ამბავმა, შოკში ჩააგდო რონალდოს თამაშით მონატრებული მსოფლიო. ეს იყო კატასტროფა, რადგან ექიმებმა ლუისს ფეხბურთის თამაშის შეწყვეტა ურჩიეს, რადგან მათი აზრით ნაზარიო ამ ყველაფერს ვეღარ აიტანდა და ფეხბურთის თამაში მისთვის სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ბრაზილიელს ჰქონდა დაუსრულებელი საქმეები. მან იცოდა, რომ მოსაგები ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატი, რაც 1998-ში ფრანგებმა მზაკვრული გეგმით წაართვეს, მან იცოდა, რომ პელეს ისტორიის გამეორებისთვის, სჭირდებოდა დაბრუნება ამ ურთულესი სიტუაციიდან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა, ის არ იყო რიგითი შესანიშნავი მოთამაშე, ის იყო უიშვიათესი, ის იყო მოვლენილი, ის იყო ლეგენდა, საუკეთესო საუკეთესოთა შორის!!!

1 წელზე მეტი, მან აღდგენით ვარჯიშებს მოანდომა, გაიარა ბევრი კურსი და საბოლოოდ 2001 წელს იგი მწვანე მინდორს დაუბრუნდა, რაც იყო მართლაც, რომ სასწაული. რონალდომ დაიწყო ფორმაში შესვლა 2002 წლის მუნდიალისთვის და ძალიან მალე ათამაშდა. ის რა თქმა უნდა აღარ იყო, ისეთი სწრაფი და გამაოგნებელი როგორც ადრე, თუმცა მან მაინც შეინარჩუნა იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდის სტატუსი, რისთვისაც, "ინტერის" ფანებმა მას ფენომენი შეარქვეს. სწორედ, ამ მეტსახელით არის ცნობილი ბრაზილიელი გენიოსი.

დადგა, რონალდოსთვის ნანატრი 2002 წელიც, დადგა ჟამი, ფენომენის მსოფლიო ჩემპიონობისა (1994 წელს გახდა ჩემპიონი, თუმცა ძირითადში არ თამაშობდა). ეს იყო მისი ერთ-ერთი ბოლო შანსი გადაეწერა ისტორია და პრაქტიკულად ცალი ფეხით მოეგო მუნდიალი. ხახლის გარკვეულ რაოდენობას არ ეგონა, რომ ასეთ მდგომარეობაში ფენომენი რაიმე ღირებულს გააკეთბდა, თუმცა ამ სასწაულმა კაცმა, 7 თამაშში 8 გოლი შეაგდო, აქედან 2 ფინალში ოლივერ კანს გაუტანა და კიდევ ერთხელ გააოგნა სრულიად მსოფლიო და იმ საზარელი დროების შემდეგ, რომელიც 1998 წლის ფინალში მისდა უნებურად დაიწყო, ახალი ისტორია დაწერა. ის კიდევ ერთხელ დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ. 2003 წელს, კი ფლორენტინო პერესმა, ფენომენი "ინტერიდან", "რეალში" გადაიყვანა და ჩამოყალიბდა ლეგენდარული გალაქტიკოსი, რომელშიც თამაშობდნენ: რაული, კარლოსი, ფიგუ, ბექჰემი, ზიდანი და ლეგენდარული რონალდო. ფენომენის პირველი მადრიდული სეზონი შღამბეჭდავი გამოდგა და მან გააგრძელა 2002 წლის წარმატება. "რეალთან" ერთად, ბრაზილიელმა ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბადირი გახდა. მართლაც სასწაულია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც, ექიმებმა მას ფეხბურთის თამაში აუკრძალეს, დაბრუნდა, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, გაიტანა 8 გოლი მუნდიალზე, დაასახელეს 2002 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და 2003 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა რა ზინედინ ზიდანს.

როგორც ვახსენე, რონალდო ვეღარ იყო ისეთი, როგორიც 1999 წლამდე ანუ მის საშინელ ტრავმებამდე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი კატასტროფის შემდეგ მხოლოდ მისნაირი ლეგენდა თუ გააგრძელებდა საერთოდ თამაშს. 2003 წლის შემდეგ, ფენომენმა საგრძნობლად მოიმატა წონაში, მაგრამ მისი თამაშის დონე მაინც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ახლა, იგი 2006 წლის მუნდიალისთვის ემზადებოდა, სადაც მას შეეძლო დაემყარებინა ისტორიული რეკორდი და გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი. "ცალფეხა" რონალდომ ამ მიზანსაც მიაღწია და გათამაშების მერვედ-ფინალში, განას თავისი მე-15 გოლი გაუტანა მუნდიალზე.

მოვლენა, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

2006 წლის მერე, რონალდოს როლი ფეხბურთში ნელ-ნელა უკან იხევდა და ეს ლეგენდა, სხვებს უთმობდა ასპარეზს. ლუისს მაინც სურდა თამაში და იტალიაში დაბრუნდა, სადაც "მილანს" შეუერთდა. მიუხედავად ასაკისა და მდგომარეობისა, მას მაინც გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები, თუმცა ფენომენს თავისი "ავი" იღბალი აქაც დაუბრuნდა და მესამედ გაიწყვიტა მუხლის მყესი. ამ ინციდენტის შემდეგ, მყესი მთლიანად ჩაწყდა და რონალდოს მუხლი დაეშალა. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა დაემართა მის ფეხს:





ამით, ყველა მიხვდა, რომ ეს იყო დასასრული ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდისა, თუმცა რონალდო, რის რონალდი იყო, რომ კიდევ ერთი სასწაული არ შეემატებინა ფეხბურთისვის. მან უარი თქვა, ამ სპორტის თავის დანებებაზე და განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, ხელოვნური მყესით ითამაშებდა საკუთარ სამშობლოში. ასეც, მოხდა, ფენომენი მცირე ხნით ისევ დაბრუნდა, მას ძალიან სურდა ეთამაშა, თავისი ბოლო მუნდიალი 2010 წელს. იმ დროიენდელი ნაკრების მწვრთნელი, დუნგა, რონალდოს შეპირდა, რომ თუ იგი წონას დაიგდებდა და მაღალ დონეს აჩვენებდა, აუცილებლად წაიყვანდა და ათამაშებდა ლეგენდას მე-5 მუნდიალს. ფენომენმა შეძლო დაუჯერებელი, მართლაც დაიგდო წონა და კიდევ ერთხელ ჩადგა კარგ ფორმაში, თუმცა დუნგამ მას უღალატა და მაინც არ წაიყვანა მუნდიალზე. ამის შემდეგ, კი ფენომენმა ძალიან მალე გააკეთა განცხადება და როგორც იქნა დაასრულა ფეხბურთის თამაში. ვერცერთმა, ტრავმამ ვერ დაამთავრებინა კარიერა ამ ლეგენდას, თუმცა მას აღარ ჰქონდა მიზნები, რადგან არ წაიყვანეს მსოფლიოზე. 2011 წელს, მან გააკეთა განცხადება და დატოვა ფეხბურთი.

მოვლენა, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა



სტატიის ბოლოს კი გთავაზობთ, ფეხბურთის ლეგენდებისა და შესანიშნავი მოთამაშეების აზრს ბრაზილიელ მოვლენაზე...

პელე: რონალდოს ვერავინ შეედრება, ის საუკეთესოა

კრიშტიანო: რონალდო ჩემი კუმირია, მინდა ვიყო მისნაირი

მესი: როცა პატარა ვიყავი, ფენომენი ჩემი გმირი იყო. ყოველთვის მინდოდა და მინდა მივაღწიო მის დონეს. ის საუკეთესოა ვინც კი ოდესმე მინახავს

ზიდანი: რონალდო ჩემი კუმირია. ის საუკეთესოა ისტორიაში.

რონალდინიო: ფენომენი ჩემი კუმირია. მან ბევრს შეაყვარა ფეხბურთი

მარადონა: ის ფეხბურთის მასტერია

მალდინი: ფენომენი და მარადონა - ეს ის ორი ფეხბურთელია, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იყო.

კაკა: პელესთან მხოლოდ მარადონა და რონალდო თუ მივლენ


ამ სტატიით, მინდოდა დამენახებინა რონალდოს ძალა, მათთვის, ვინც არ იცის ან ვერ მოესწრო ფენომენს, ვინც არ იცის თუ რას ნიშნავდა იგი მსოფლიოსთვის, თუ რა სასწაული დაბრუნებები განახორციელა ბრაზილიელმა. რომ არა ის საზარელი ტრავმები, ვინ იცის იქნებ ეს კითხვაც არ დასმულიყო, რომელიც ახლა უნდა დავსვა: არის თუ არა ლეგენდარული რონალდო ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი პელესთან ერთად? dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)