ალფრედო რელანოს ინტერვიუ

ალფრედო რელანომ მადრიდის რეალის მდგომარეობა შეაფასა.


ჟოზე მოურინიომ საშობაოდ მადრიდისტებს არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა, როდესაც "მალაგასთან" მატჩში სათადარიგო სკამზე იკერ კასილასი დატოვა. ჯერ კიდევ ძალიან დიდი განსხვავება იკერისა და ადანის კლას შორის (ისევე როგორც კასილასა და თითქმის მსოფლიოს ნებისმიერ მეკარეს შორის) მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ დღეს ადანი უკეთესია ვიდრე კასილასი. ეს განმარტება არ არის დამაჯერებელი. ზედმეტად დიდი განსხვავებაა მადრიდის "რეალის" პირველ და მეორე მეკარეს შორის. მატჩის შემდე ჟოზემ განაცხადა:

"მეკარის თამაშს არ მოუხდენია გავლენა თამაშის შედეგზე"


ადანი ანტი გმირად იქცა კასილასთან დიდი განსხვავების გამო. მან შეძლო საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია თამაშის შედეგი.

მადრიდის "რეალმა" დაკარგა მნიშვნელოვანი ქულები და ახლა იგი საშობაო შესვენებაზე წავა "ბარსელონასთან" 16 ქულიანი სხვაობით და 7 "ატლეტიკოსთან". ეს არის რეალობა. "მალაგამ" შეძლო მადრიდის "რეალის" დამარცხება. ფანები "ლა როსადელაზე" აღფრთოვანებულები იყვნენ ელეგნატური კომბინაციებით, ხუაკინის თავბრუდამხვევი გარღვევებით და სხვათა თამაშით. სიმღერა სიმღერაზე ისმოდა მანუელ პელეგრინის საპატივცემულოდ. თუმცა მასპინძლები დაცვაში ვერ გამოიყურებოდნენ კარგად. ნებისმიერ შემთხვევაში "რეალის" თავდასხმის ხაზის აქტიურობამ "მალაგას" ვერ შეუქმნა ბევრი პრობლემა.

ნამდვილად ყველასგან პატივსაცემია საბრძოლოდ შემართული "მალაგა", უნდა აღინიშნოს, რომ მატჩში "რეალ სოსიედადთან" პირველ რიგში უკვე ხაზგასმული იქნება "სამეფო კლუბის" დღევანდელი პრობლემები. "მალაგას" წინააღმდეგ "რეალი" ჩანდა ქაოტური და არაორგანიზებული. პრაქტიკულად მოთამაშეების უმრავლესობა მოედანზე დაკარგული იყო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სათამაშოდ სუსტი გეგმა ქონდათ. ერთადერთი ვინც დამაჯერებლად გამოიყურებოდა ეს რონალდუ იყო, მისი ფლანგიდან მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდა მცველებს. სამწუხაროდ ბოლო მატჩებში სულ უფრო მეტად ვხედავთ ინერტულ "რეალს". მათი თამაში არათანმიმდევრული და მოსაწყენია.

მატჩი ისე დასრულდა, რომკალეხონი და ესიენი მხოლოდ დაცვით ფუნქციებზე ფიქრობდნენ. სერხიო რამოსი და პეპე ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ყველგან. კაკას მინდორზე არ გამოსვლამ დაადასტურა, რომ ერთ დროს დიდებულ ბრაზილიელს მადრიდში არ წყალობენ. ნათლად ჩანს, რომ ლუკა მოდრიჩს ფიზიკური მონაცემები ხელს უშლის და მინდორზე ისე გამოიყურება, როგორც პატარა თაგვი დიდ გორილებთან ერთად გალიაში. კარის დარაჯად არ ყოფნად ისეთი ქარიზმატული ფიგურის, როგორიც კასილასია კიდევ უფრო გაამძაფრა სურათი.

ალბათ კასილასთან ერთად გუნდი შედარებით უკეთესი იქნებოდა, ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილება კლუბის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საკამათოა. მძიმე განცდა დაგეუფლება თუ ამ მადრიდის "რეალს" შეადარებ შარშანდელთან ან "ბარსელონასთან". მოურნიოს გადაწყვეტილება იყო საკმაოდ უცნაური, რომელიც აშკარად არ უწყობს ხელს გუნდში ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ფაქტია გუნდი რთულ მდგომარეობაშია.

ალფრედო რელანო- AS-ის მთავარი რედაქტორი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)