მოურინიო:"მე არ ვაპირებ გუნდის დატოვებას"

ჟოზე მოურინიოს პრესკომფერენცია...


კასილასი და ადანი

ეს იყო სამწვრთნელო გადაწყვეტილება. გავაანალიზე სიტვაცია და ისე ავირჩიე შემადგენლობა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რაც გაგიხარდებათ, გადაწყვეტილება სამწვრთნელო იყო."

"ეს იყო ჩემი არჩევანი, რომელიც თანაშეემწებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი თამაში იყო, მეკარე ნამდვილად არ არის პასუხისმგებელი შედეგზე."

"გუნდის პრობლემები გლობალურია. ყველა რგოლში ჩავარდნა გვაქვს, მათ შორის დაცვაშიც."

"მალაგა"

"არასოდეს გავწვრთნი "მალაგას" ისევე როგორ ბევრ სხვა კლუბს. ვარ თავისუფალი, სადაც მე მინდა იქ ვიმუშავებ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო "მალაგას" და განსაკუთრებით ქალაქის."

"ვწუხვარ, ძნელია, როცა ხვდები რომ გუნდს მეტი შეეძლო და ვერ ანახა სასურველი თამაში. როდესაც მოწინააღმდეგემ გაიტანა გოლი, გუნდმა რეაგირება მტკივნეულად მოახდინა. მე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ არ უნდა ენერვიულათ, რადგან ყველაფერი შესაძლებელია."

"ბარსელონასთან" ჩამორჩენის შესახებ

"შარშან, როდესაც ჩემპიონები გავხდით, უახლოეს მდევარს 9 ქულა აშორებდა. ამ სეზონში ვერ ვახერხებთ ლიდერთან სხვაობის შემცირებას, მაგრამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. გარდა ამისა, მატჩში ვხდებით ფაქტორებს, რომლებზეც საუბარი არ მსურს."

გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ

"არ ვაპირებ გუნდის დატოვებას. არ მეშინია სატურნირო მდგომარეობის. ასეთია ფეხბურთი. მე არ ვარ პატარა ბიჭი, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთში არ უნდა იცხოვრო წარსულით, მნიშვნელობა არა აქვს რა მოიგე ადრე. ვაპირებ გავაგრძელოთ ბრძოლა თუნდაც ეს ფეხბურთელებს არ სურდეთ, მაგრამ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ "ესპანიოლთა" მატჩში და დღესაც, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დასვენება ეს შესანიშნავი დრო იქნება გუნდისთვის. მოთამაშეები ძალიან გაღეზიანებულები არიან. მათ იბრძოლეს ბოლომდე, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს. ჩვენი მოტივაცია არ შემცირდება, მიუხედავად ლიდერთან ჩამორჩენისა. ბოლომდე ბრძოლა პატივი და ღირებულებაა თითეული მადრიდისტასთვის." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)