ალფრედო რელანოს აზრი ”მადრიდის რეალზე”

გთავაზობთ გამომცემლობა AS-ის რედაქტორის ალფრდო რელანოს მოსაზრებას კლუბში არსებულ სიტუაციაზე.


ეხლა უკვე ”ბარსელონა” ცხრა ქულით უსწრებს ”ატლეტიკოს” და 13-ით ”მადრიდის რეალს”. ლეო მესის ორმა გოლმა კატალონიელების მეტოქეები ძალიან უკან ჩამოიტოვა. შეიძლება ითქვას, რომ ”ბარსა” მათ ჰორიზონს მიღმა დაემალა. ”ატლეტიკო” დიდხანს ახერხებდა იმ სატურნირო ტემპის შენარჩუნებას, რომელიც ”ბარსელონამ” შემოგვთავაზა, მაგრამ ”კამპ ნოუზე” დიეგო სიმეონეს გუნდი დაეცა, ისევე როგორც, რამოდენიმე კვირის წინ ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. ყველაფერი კი სტუმარი გუნდისთვის ძალიან კარგად დაიწყო. ისინი აკონტროლებდნენ პირველი ნახევრის ტემპს და დაწინაურებაც კი მოახერხეს რადამელ ფალკაოს დიდებული გოლის შემდეგ. მაგრამ გაუშვა რა გოლი ”ბარსამ”, დაანახა ყველას, რომ მისი პოტენციალი უფრო დიდია. ჯერ ადრიანოს განუმეორებელი დარტყმა, შემდეგ კი საქმეში უკვე ლეო მესი ჩაერთო.

მაგრამ ყველაფერთან ერთად, კლუბი, რომლისგანაც ამ წელს ძალიან ბევრ რამეს ელოდნენ, იყო არა ”ატლეტიკო”, არამედ ”მადრიდის რეალი”. წინა სეზონის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ, შეუდარებელი 121 გატანილი გოლისა და დაგროვებული ქულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ”ბარსა” დატოვა მთავარმა არქიტექტორმა პეპ გვარდიოლას სახით, ბევრმა გადაწყვიტა, რომ ეხლა ესპანურ ფეხბრთში დადგა ჟოზე მოურინიოს დრო. მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტის კონფლიქტურმა ხასიათმა, სრულიად სხვა შედეგი გამოიღო. სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ადგილას , ერთსა და იმავე წამალს შეუძლია იმოქმედოს, როგორც შხამმა და როგორც მკურნალმა წამალმა. წინა წელს, ”მადრიდის რეალი” ძლიერი იყო არამარტო საშემსრულებლო კლასით (ან როდის იყო ამ მხრივ ”მადრიდის რეალი” სუსტი?), არამედ სათამაშო ჟინით, მონდომებით. გუნდი იყო კოლექტიური, ერთიანი, რომელსაც თავისი ძალები სჯეროდა. მიმდინარე სეზონში კი რჩება შთაბეჭდილება, რომ მოურინიოს მკაცრმა მეთოდებმა, რომელიც წინა წელს ფეხბურთელებს მოტივაციას სძენდა, პირიქით, მათ უმცირებს მოტიბაციის გრძნობას და ართმევს მათ მას. დიახ, კრიშტიანო კვლავინდებურად კარგია, მაგრამ ის გუნდური თამაში უკვე აღარ არის, არ არის მონდომება და განწყობა. ფეხბურთელები რაღაც მოწყენილები და გამოფიტულები არიან.

”თეთრების” მიერ ბოლო შეხვედრებში ნაჩვენებ არც თუ ისე კარგ თამაშს ბევრი გამართლება შეიძლება მოუძებნო. ხან წვიმა უშლის ხელს კომბინაციურ თამაშში, ხან მსაჯი უშვებს შეცდომებს, ხან კუთხურის ჩაწოდებისას არ გაუმართლებს, ხან კიდე მეტოქე იტანს რაღაც დაუჯერებელ გოლს. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ”მადრიდის რეალისთვის” ამგვარი მიზეზები ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ მადრიდელების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოს აბსოლუტიზმია. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ მან დაკარგა ფეხბურთელებთან მისადგომი გასაღები, დაკარგა მათი დარწმუნების თვისება. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ”მადრიდის რეალი” ”ბარსელონას” დაუთმობს ლა ლიგას, არამედ იმაში, რომ სამეფო კლუბი ბრძოლაში ფარ-ხმალს ახალი წლის დადგომამდე ყრის. ეხლა უკვე ყველაფერი მე-10სკენ იქნება მიმართული. დღევანდელ ”მადრიდის რეალს” ძლიერი იპულსი ჭირდება იმისთვის, რომ არსებული სიტუაცია გადალახოს. ჯერჯერობით ამისთვის არსებობს როც და შესაძლებლობებიც, მაგრამ ცხადია, რომ კლუბში ბევრი რამეა შესაცვლელი. dle 10.1

  • J.Z.
  • 18 დეკემბერი 2012
  • 2657
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)