მოურინიოს პრეს-კონფერენცია

"ესპანიოლთან" დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ჟოზე მოურინიო წარსდგა.


" "მადრიდის რეალი" ისევე დაიწყებს თამაშს , როგორც ნებისმიერ საშინაო შეხვერაში. ერთხელ აქ ფრე ვითმაშეთ და მორიგი ფრე ვითამაშეთ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე, დანარჩენი თამაშები მოვიგეთ. ჩვენ აქ ძლიერები ვართ. ყოველთვის ვაკონტროლებთ თამაშის მიმდიანრეობას იმისთვის, რომ გოლი გავიტანოთ, ხოლო როცა მეტოქეს გააქვს ჩვენს კარში პირველი გოლი, ჩვენ ბრწყინვალედ ვრეაგირებთ. შემადგენლობა მუდამ პოულობს აქ გამართულ შეხვედრებში ბალანსს და მას მუდამ აქვს მხარდაჭერა, ზოგჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე სხვა ნებისმიერი მათი გულშემატკივარის. ვფიქრობ , ეს თამაში უნდა მოვიგოთ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა "ესპანიოლისა" და აგირეს მიმართ, რომელსაც აქვს ამ სტადიონზე მოგების ისტორია, ჩვენ ხვალ მოვიგებთ. სახლში მოვუგეთ "ატლეტიკოს", შემდეგ დავარამცხეთ მეტად რთულ შეხვედრაში "ვალიადოლიდი" და ვეცდებით რომ ზედიზედ მესამე გამარჯვება ვიზეიმოთ. ყველაზე კარგი, რაც 2012 წლის ბოლომდე შეგვიძლია გავაკეთოთ , არის ზედიზედ 4 გამარჯვების მოპოვება."

" "ესპანიოლს"ყავს მწვრთნელი, რომელიც მე მართლაც მომწონს. რამოდენიმე კვირის წინ მათ ყავდათ მწვრთნელი, რომელიც ასევე მართლა მომწონდა. მე მომწონს მათი გუნდი, მათი მძიმე სამუშაო და ვფიქრობ, რომ აგირემ თავისი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარეა, იცის ყველაზე უკეთესად როგორ შეცვალოს "ესპაიოლის" ნაჩვენები შედგები, თუ გავითვალისიწნებთ მოურისიოს მიერ გაწეულ სოლიდურ სამუშაოს, გუნდს პატარა ხელის შევლება ესაჭიროება. ჩემი აზრით, ამ ორ ადამიანს შეუძლია , რომ გუნდს გამარჯვებები დააწყებინოს, მაგრამ იმედი მაქვს ეს ხვალ არ მოხდება. იმედი მაქ, გვექნება საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მორიგი გამარჯვება ვიზეიმოთ. ველი, რომ "ესპანიოლი" დაცვიდან გვეთამაშება და კონტრშეტევებით შეეცდება ჩვენს გაკონტროლებას. არვფიქრობ, რომ ხვალ იოლი თამაში გველის."

" "მალაგას" წინააღმდეგ თამაში არ არის უფრო ძნელი, ვიდრე ხვალინდელი შეხვედრა. თითოეული შეხვედა ამ ჩემპიონატში თანაბარი სირთულისაა. თუ ფეხბურთელი მზად იქნება სათამაშოდ, ის მოედანზე გამოვა, თუ დღეს რამე სერიოზული ცუდი ამბავი არ მოხდება სავარჯიშო მოედანზე. ფეხბურთელი მზად არის სათამაშოდ და თუ აქ თამაშისთვის მოვიდა, ის ითამაშებს"-განაცხადა მან კოენტრაოს მოედანზე შესაძლო გამოსვლასთან დაკავშირებით და ასევე ახსნა ბენზემას შანსები ითამაშოს ხვალინდელ შეხვედრაში: "ჩემი აზრით, ის ხვალ არ იქნება მზად სათამაშოდ. ჩემი აზრით, ფეხბურთელი, რომელიც მატჩს ტრავმის გამო დროზე ადრე ტოვებს, არ შეიძლება სამ-ოთხ დღეში სრულფასოვნად მზად იყოს თამაშისთვის. ეს ხანდახან ხდება. ზოგჯერ ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაყავთ, მაგრამ ორ დღეში ის კვლავ მზადაა სათამაშოდ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი მოედანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებს, თუ ის ვერ თამაშობს და ვერ რჩება მოედანზე და როცა ასეთ სიტუაციაში ხარ, გამოდის შენ არ ხარ მზად რამოდენიმე დღეში თამაშისთვის, მაგრამ ჩვენ იმდენი პრობლემა გვაქ იგუაინის არყოფნის გამო, მოხარული ვიქნები, თუ ხვალისთვის კარიმი ფორმაში იქნება."

"ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ბევრი ცვლილებები განვახორციელოთ. ასევე არ ვთვლი, რომ ბევრი ცვლილება მაინცდამაინც კარგ შედეგებს ნიშნავს. თუ ყოველთვის ასე ვიმუსავებდით, ვერაფერსც ვერ გავაკეთებდით. ასევე არ ვარ მე ექსპერტი ე.წ. "პოსტ-წაგებების", ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ არასდროს არ წამიგია, არ ვფიქრობ, რომ სერიოზული ცვლილებების განხორციელება და რევოლუცია კარგი იქნება. უკეთესია არსებული ტავდაჯერებულობა და დინამიკა შეინარჩუნო და ეცადო მის გაუმჯობესებას." მორატა არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც მოურინიო განიხილავს და მის შესაძლო სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრასთან დაკავშირებით მან შემდეგი რამ განაცხადა: "ვნახავთ. მინდა ჯერ ვნახო როგორ გრძნობს ყველა თავს, მაგრამ ვიგოში გამართული შეხვედრის შემდეგ მიხვდვი, რომ მორატა სათადარიგოთა სკამზე უნდა მყავდეს. მიუხედავად მისი გამოუცდელობისა, ის ძალიან ენთუზიაზმით ეკიდება საქმეს, ძალზედ მოტივირებული და დიდი პოტენციალის მქონეა და აქედან გამომდინარე, ხვალ მორატა მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა კარიმი, ცალკე ვარიანტად რჩება."

"ადრე გითხარით და გაგიმეორებთ კიდევაც, რომ მწვრთნელი არ უნდა აკეთებდეს კომენტარს პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დავაიგნოროთ, მე არ ვაკეთებ პრეზიდენტის განცხადებების იგნორირებას. მწვრთნელმა უნდა მოისმინოს, გაანალიზოს პრეზიდენტის ნათქვამი და დასკვნები გააკეთოს, მაგრამ საჯარო კი არ უნდა ილაპარაკოს. რეაქცია, რომელიც მე მქონდა ამ განცხადების შემდეგ იყო ის, რომ მე ველაპარაკე იმ ადამიანს, რომელიც ამას იმსახურებდა და რომელსაც ეს ეხებოდა და ეს ადამიანი იყო პრეზიდენტი. ამაზე ჩვენ ამდილითაც ვისაუბრეთ და არამგონია რამე განსახილველი კიდევ დარჩენილიყო."

ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე მოურინიომ უპასუხა: "ეს არ არის სიმართლე. მე მხოლოდ და მხოლოდ ერთ კლუბთა შემიძლია კონტრაქტის ხელმოწერა. მაქვს კონტრაქტი "მადრიდის რეალთან". ამაზე რამდენჯერმე გიპასუხეთ. ვინ მოიგებს "The Ballon d'O"-ს არ მაინტერესებს." "სელტას" მწვრთნელის სიტყვების კომენტირებისას, მოურინიომ განაცხადა: "არ ვაპირებ პაკო ჰერერას სიტყვებზე პასუხის გაცემას. მას მაშინ ველაპარაკე, როცა ამის საშუალება მქონდა და მაშინ ვუთხარი ყველაფერი."

"მადრიდის რეალის" ფიზიკური და მორალური აპსექტების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოურნიომ განაცხადა: "ცალკე ფიზიკური ასპექტი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ცალკე მორალური ასპექტი. ფეხბურთი ბევრი რამის ერთიანობაა. ადამიანი ბევრი რამის ერთანობაა ფეხბურთელები ადამიანები არიან და ასე რომ აქ ყველაფერი ერთადაა გასათვალისწინებელი." როცა კითხეს, რატომ არ გამოიყურება გუნდი ისე კარგად, როგორც წინა წელს, მან განაცხადა: "არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას, მირჩევნია ჩემთვის შევინახო ჩემი აზრები, ვინაიდან როცა რამე საჯარო კომენტარს ვაკეთებ, რომელზეც თქვენ განსხვავებული აზრი და შეხედულება გაგაჩნიათ, თქვენ მუდამ ჩემს გაკრიტიკებას იწყებთ. ასე რომ თუ მაკრიტიკებთ მე თამაშის შემდეგ ამა თუ იმ განცხადების გაკეთების გამო, თქვენ არ გავქთ უფლება რამე ამის მსგავსი განცხადების გაკეთება მომთხოვოთ ეხლა."

"გუნდი, რომელიც ეხლა იმ შედეგებს აჩვენებს, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, იგივე გუნდია, რომელმაც წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით შედეგები არ არის მთავარი განმსაზღვრელი. არ მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით სხვების მოსაზრებები და არ მჭირდება გარედან ზეწოლა, ვინაიდან მე თავად შემიძლია ზეწოლა მოვახდინო საკუთარ თავზე. ის ადამიანები, რომლებიც ამ მიუღებელ შედგებს აჩვენებენ წელს იგივე ადამიანები არიან, რომლებიც წინა წელს ბრწყინავდნენ. ამიტომაც ეს საკმარისი პირობაა ოპტიმიზმისთვის იმის დავიწყების გარეშე, რომ შედეგები მართლაც ცუდია და მე ვარ პირველი , რომელიც ძალიან ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან და იმათგან, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს. ზოგჯერ თქვენ მაკრიტიკებთ მე იმის გამო, რომ საჯაროდ ვითხოვ მათგან უფრო მეტ მუშაობას. მე რომ თქვენი გამომცემლობების დირექტორი ვიყო და მე რომ წაგებაში მივდიოდე, კრიტიკული ვიქნებოდი ჩემი თავისა და ჩემი თანამშრომლების მიმართ. ეს ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული. ესაა ის, როგორც ვუყურებ მე მას და არ ვგრძნობ თავს კარგად, როცა ჩემი და ჩემი გუნდის წარმოდგენები საკმარისად კარგი არ არის. არ ველი ვინმესგან წნეხსა და ზეწოლას და ისე ვარ პირველი ადამიანი, რომელიც პირველი აკრიტიკებთ თავის თავს და თავის შეგირდებს." dle 10.1

  • shvela
  • 15 დეკემბერი 2012
  • 1976
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)