ქურდი ვეფხვი და გაჭედილი დრაკონი

საკმაოდ საინტერესო სტატია ფალკაოს "მადრიდის რეალში" შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით.


პაულუ ფუტრე: "თუ ფალკაო "მადრიდის რეალში" გადავა, მაშინ მისი ცხოვრება კოშმარად იქცევა"

ქურდი ვეფხვი და გაჭედილი დრაკონი


და აი, თვით "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი გამოთქვამს თავის აზრს ყველაზე განხილვად თემაზე. მე არ ვცხოვრობდი მადრიდში და არ ვიცი, რით სუნთქავს ესპანეთის დედაქალაქი. ასევე ვერ ვიხსენებ რამე ხმაურიან პრეცედენტებს 21-ე საუკუნეში, აქედან გამომდინარე აღნიშნულ საკითხზე ჩემი კონკრეტული შეხედულება არ მაქ. მიუხედავად ყველაფრისა, ხურადოსა და რეიესის გადასვლა (არა პირდაპირი ტრანსფერით) აჟიოტაჟის მხრივ რა მოსაყვანია, ხოლო უგო სანჩესის ტრანსფერი-ეს სულ სხვა დროება, რომლებზედაც მე ვერ ვიმსჯელებ საქმის ცოდნიდან გამომდინარე. როგორ იცოცხლებს ფალკაო ახალ პირობებში? როგორ მოიქცევიან გულშემატკივრები? უაზრობა და ყოველგვარ აზრს მოკლებულია ამ კითხვებზე პასუხის ძიება/გაცემა. სიმართლე გითხრათ არც მე მაინტერესებს დიდად ეს პასუხი.

ფალკაო-შესანიშნავი ფეხბურთელია. იტანს, რთული ბურთებისთვის იბრძვის. ძლიერი გაბარიტები აქვს, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან ტექნიკურადაც თამაშობს. ცალსახ უმაღლესი კლასი და დონეა. ასეთი ფეხბურთელი ბევრს ჭირდება და თვით ისეთი გადაჭარბებული თანხა, 60 მლნ. ევრო სულაც არ ჩანს დაბრკოლებად.

სიმართლე გითხრათ დიდად არ მოვქცეულვარ მის მომავალთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების გავლენის ქვეშ და არც მიცდია მათი მოძებნა. მიუხედავად ამისა, რამოდენიმე ხნის წინ, მაინც გადავწყვიტე ინფორმაციის საშუალებებში მომეძიებია ინფორმაცია და ვნახე რადამელის მამის ინტერვიუ. მისი სიტყვებით, "მადრიდის რეალი" ფალკაოს უპირველესი არჩევანია სხვებთან შედარებით. მარკას ვებ-გვერდზე ასევე ვნახე ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებდა, რომ "კასტილიას" მატჩზე გამოფენილი იყო ბანერი, სადაც ეწერა ფალკაოს მიერ "დეპორტივოს" კარში გატანილი ხუთი გოლის შესახებ. გაიგო რა ეს , ფლორენტინო პერესი შოკში აღმოჩნდ, ხელი იკრა თავზე და ფიქრებში უკვე ეძებდა შესაბამის თანხებს თავის სეიფში. ეს ეიფორია გადაედო გულშემატკივრებსაც, რომელთა უმრავლესობაც დიდი მონდომებით და თავში ხელების შენით ითხოვდნენ და ითხოვენ ფალკაოს ყიდვას. ისინი ამას ითხოვენ, როგორც აქსიომას. ისინი არაფერს არ აანალიზებენ, არაფერს არ უყურებენ, მათთვის არ აქვს არანაირ მაჩვენებელს მნიშნელობა, მთავარია ის ხუთი გოლი, მთავარია ის ხმაური და ამბები, რომელიც კოლუმბიელის გარშემო არის ატეხილი. ფალკაო მოდაშია. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ამ ჩანაწერის გაკეთება. შეიძლება ის თქვენ ვერ გადაგარწმუნებთ, მაგრამ თუ შეძლებს დაგაფიქროთ, გამოდის რომ ცდას უშედეგოდ არ ჩაუვლია.

ფალკაო არ ჭირდება "მადრიდის რეალს"! ეს შესანიშნავი გამოწვევაა თავად კოლუმბიელისთვის, მაგრამ კლუბს ის არ ჭირდება. ის აუცილებელია "ჩელსისთვის", სადაც ჩემი აზრით, აუცილებლად ათამაშდება. ის შესანიშნავად უნდა მოერგოს "იუვენტუსს", მაგრამ ბიაკონერები მასში ამდენ თანხას არასდროს არ გადაიხდიან (მაგრამ შეიძლება ყველაფერი მოხდეს). "მადრიდის რეალს" ხომ ის არ ჭირდება. არა იმიტომ, რომ ის ცუდი ფეხბურთელია (ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე), უბრალოდ ჩვენ არ გვჭირდება თავდამსხმელი. ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

ვინ ყიდულობს ფალკაოს?


ეს ძალიან ნათელია. ყველაზე მეტად ეს ტრანსფერი სურს ფლორენტინო პერესს. არა ჟოზე მოურინიოს, არამედ თავად პრეზიდენტს. ფალკაო-ეს არამარტო ინვესტიციაა ბრწყინვალე ფეხბურთელში, არამედ პოლიტიკური იმიჯის გაძლიერება. ვარსკვლავების შეძენა მუდამ იდგა დღის წესრიგში, მაგრამ მათი ყიდვა აუცილებელია იმ პოზიციაზე, რომელთა გაძლიერებაც მათ შეუძლიათ. მოცემულ სიტუაციაში მოისროლო 60 მილიონი თავდამსხმელში...ვიცით რა პერესის ტრანსფერები, არ მექნება იმის იმედი, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა წაადგება გუნდს. ჯერჯერობით ამ შესაძლო ტრანსფერის მთავარ მოტივატორად და მთავარ მოტივაციაც მხოლოდ და მხოლოდ ბანალური სიტყვა მეჩვენება "მინდა".

ფალკაო კარგად თამაშობს სადღაც იქ, იტანს იმაზე მეტს, ვიდრე ბენზემა და იგუაინი. ბოლოს და ბოლოს ის უბრალოდ კარგი ბიჭია და ეხლა თავისი პოპულარობის პიკზე იმყოფება. ნუთუ ამიტომ სურს ბევრს "მადრიდის რეალში" ფალკაოს ხილვა? ის მუდამ ყურადღების ცენტრშია და ხალხს ის მოსწონს. გულშემატკივრებს აქვთ უფლება იოცნებონ და კლუბის მაისურში წარმოიდგინონ ის, ვინც მათ მოსწონთ, მაგრამ ხელმძღვანელობის გადმოსახედიდან ეს ის გზაა, რომელსაც ჩიხში მივყავართ. სწორედ ამ ლოგიკით გადმოიყვანეს თავის დროზე კაკა. სწორედ ასე გადმოვიყვანეთ ნური შაჰინი და სერხიო კანალესი, უბრალოდ მათში ძალიან დიდი თანხები არ გადაგვიყრია და შეიძლებოდა დიდი დანაკარგების გარეშე ისინი სათადარიგოთა სკამზე დაგვესვა, მაგრამ ლოგიკა ხომ ერთი და იგივეა.

პერესის დროს "მადრიდის რეალში" არ არის სატრანსფერო სტრატეგია და არ არსებობს გაწერილი და ნათელი როლი ახალმოსულებისთვის. მოურინიომ უბრალოდ შეამცირა ამის პროცენტული მაჩვენებელი, მაგრამ ისეთი გენიალური საქმეები, როგორც "ინტერის" ჩემპიონობის დროს , ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს. მართლა, იგივე ფლორენტინო მოურმა მაშინ გააბითურა, სულ რაღაც კაპიკებად წაიყვანა რა სნეიდერი. ჩვენი პრეზიდენტის სატრანსფერო "ფეილებზე" შეიძლება ერთი დიდი წიგნის დაწერა, ამიტომაც მორიგი მილიონიანი ვარსკვლავი არ აღძრავს ჩემში სერიოზულ აღფრთოვანების გრძნობას.

რატომ მაინცდამაინც ფალკაო?

ეს კითხვაა სტატეგიასთან. თუ გუნდს აუცილებლად ჭირდება თავდამსხმელი, მაშინ რატომ არ უნდა განიხილოს კლუბმა ალტრნატიული ვარიანტები? ზაფხულში არსენ ვენგერი თავის ყოველწლიურ გამოფენა გაყიდვას ატარებდა და მთავარი ლოტი იყო რობინ ვან პერსი. სად იყო კლუბი, რომელსაც ასე ჭირდებოდა წინა ხაზის სტრატეგიული გაძლიერება?

"მანჩესტერ იუნაიტედი" თვით ჰოლანდიელისთვის შესანშნავი ვარიანტი იყო მათ შორის, რა ვარიანტებიც და შესაძლებლობებიც იყო. "მადრიდის რეალი" იქ არ იყო, ვინაიდან თავად ვენგერმა აღიარა, რომ სიამოვნებით გაყიდიდდა თავის საუკეთესო თავდამსხმელს საზღვრებს გარეთ. თვით ვან პერსიც ასეთი ვარიანტისგან როდი იტყოდა უარს. ამ გარიგების ღირებულება სულ რაღაც 20 მილიონი ფუნტი (ევროებში მიახლოებით 25 მლნ.). იმის გათვალისწინებით, რომ რობინი რადამელზე უფროსია და ცნობილია ტრავმიანობით-ეს უბრალოდ თეთრები იქნებოდა ასეთი კლასის თავდამსხმელისთვის. თვით ასაკიც საკმაოდ საბრძოლოა. კითხვეთ ვან ნისტელროის: როგორია 30 წლის ასაკში პიჩიჩის მოგება ლა ლიგის პირველივე სეზონში.

არის თუ არა ძლიერი ფალკაო "მადრიდის რეალის" ამჟამინდელ ფორვარდებზე? რისი მოტანა შეუძლია მას კლუბისთვის?

ქურდი ვეფხვი და გაჭედილი დრაკონი


აი ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა. როგორც ჩანს მიდინარე სეზონში არსებული პრობლემების გამო, ბევრს დაავიწყდა , რომ მაისში "მადრიდის რეალმა" ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა გატანილი გოლების აბსოლიტურად სარეკორდო მაჩვენებლით: 121! ძალიან ბევრია იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ლა ლიგას სულაც არ უდგას საუკეთესო წლები. რას შეცვლის ფალკაო? მისი მოსვლით "მადრიდის რეალი" არ დაიწყებს სეზონში 200 გოლის გატანას. ყოველთვის არსებობს ზედა ზღვარი. კოლუმბიელს ყველაზე კარგ ვარიანტში შეუძლია თითოეულ ჩემპიონატში 30 გოლის გატანა, მაგრამ ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ვიღაც დაიწყებს უფრო ნაკლების გატანას. ვინ შეიძლება ეს ვიღაც იყოს?

"ატლეტიკოში" კოლუმბიელზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი რამ. ის უმთავრესი ვარსკვლავია, მთავარია გაიტანოს და ბევრი რამე სწორედ ამაზეა აწყობილი, რომ რადამელ ფალკაომ შეძლოს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა. გამორჩეული გამოსვლებით და თამაშით ის ყოველთვის როდის გამოირჩევა და ამას ბევრი აღიარებს, მაგრამ უფერული თამაშის დროსაც , მას შეუძლი გოლის გატანა. არავის არ გახსენებეთ? კრიშტიანო თავის პრივილეგიებს არავის არ დაუთმობს, ამიტომაც ფალაკოს ყველა პრივილეგიით სარგებლობის უფლებას აქ არავინ არ მისცემს, მიუხედვად მისი სატრანსფერო ფასისა.

გოლს ქმნის მთლიანად გუნდი, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ მხრივ, მაინც არის ნახევარდაცვა. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ პრობლემა. რატომ ქმნის ჩვენი კლუბი ასე საშინლად მცირე საგოლე მომენტებს, რატომ აფუჭებენ და ვერ აკეთებენ ნორმალურ ჩაწოდებებსა და გადაცემებს მეტოქის საჯარიმოში? იმის ძებნას, ვინც ასეთი ჩაწოდებებისა და გადაცემებისთვის იბრძოლებს, ჯობია კრეატიულობას და შემოქმედებითობას მივხედოთ. "მადრიდის რეალმა" ხელიდან უკვე გაუშვა სილვა, ამჟამად როგორც ჩანს საერთოდ არ განიხილავენ ისკოს ვარიანტს, ყველაფერთან ერთად საკმაოდ მისაღები ფასი ადევს მისი ნიჭის გათვალისწინებით და ყველაფერ ამასთან ერთად, გუნდი როგორც ჩანს აპირებს საქველმოქმედო საქმინობით დაკავებას და კაკას სათადარიგოთა სკამზე გაჩერებას და შენახვას მისი კონტრაქტის ბოლომდე.

გულშემატკივრების ყველაზე ხელჩასაჭირი არგუმენტი კითხვაზე "რატომ თავდამსხმელი", არის მითი იგუაინის სოფლელობაზე. გონსალო შეიძლება სულაც არ არის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფორვარდი მსოფლიოში, მაგრამ უბრალო სტატისტიკის მიხედვითაც კი კოლუმბიელს არაფერში არ ჩამოუვარდება. გადავწყვიტე თავად მომეძებნა ორივე ფეხურთელის შედეგიანობის მაჩვენებელი ყველა ტურნირზე (კლუბი+ეროვნული ნაკრებების ოფიციალური და ამხანაგური შეხვედრები). შედეგიანობის ქვეშ ვგულისხმობს "მოედანზე გატარებული დრო/გატანილი გოლები". მიღებული კოეფიციენტი ნიშნავს რამდენი წუთი ჭირდება X ფეხბურთრლს გოლის გასატანად?

ფალკაო

ქურდი ვეფხვი და გაჭედილი დრაკონი


1617 წუთი და 23 გოლი (6 თერთმეტმეტრიანი) + 1 საგოლე გადაცემა

წინა სეზონი: 5034 წუთი და 40 გოლი (7 თერთმეტმეტრიანი) + 6 საგოლე გადაცემა

ეფექტურობის კოეფიციენტი (მიმდინარე სეზონი): 95

ეფექტურობის კოეფიციენტი (წინა სეზონი): 153

იგუაინი


ქურდი ვეფხვი და გაჭედილი დრაკონი


1306 წუთი და 11 გოლი (0 თერთმეტმეტრიანი) + 2 საგოლე გადაცემა

წინა სეზონი: 3572 წუთი და 32 გოლი (0 თერთმეტმეტრიანი) + 12 საგოლე გადაცემა

ეფექტურობის კოეფიციენტი (მიმდინარე სეზონი): 119

ეფექტურობის კოეფიციენტი (წინა სეზონი): 111

_________________________________________________________________________________

გოლებში მე ვგულისხმობდი თერთმეტმეტრიანების შედგეად გატანილ გოლებს, მაგრამ დაანგარიშებისას მას არ ვითვალისწინებდი. პირველ რიგში, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანილი გოლი ფეხბურთელის თავდასხმის ხაზში ოსტატობაზე ნაკლებად მიგვანიშნებს. განსაკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ, რომ იგუ ჩვენთან ამ ნიშნულიდან საერთოდ არ ურტყამს. მეორეც, თუ ფალკაო გადმოვა "მადრიდის რეალში", ის მაინც არ იქნება უმთავრესი თერმთმეტმეტრიანის დამრტყმელი.

როგორც ვხედავთ, წინ სეზონში იგუ უფრო ეფექტურად იყენებდა თავის სათამაშო დროს. მიმდინარე სეზონში მაჩვენებლები ფალკაოს სასარგებლოდაა. მაგრამ ამავდროულად უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ აქედან ამოვიღებთ "დეპორტივოსთან" გამართულ შეხვედრაში გატანილ ხუთ გოლს, მაშინ იგუაინის მაჩვენებელი უკეთესია. ამ ეფექტურობის კოეფიციენტში გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ის არ მოიცავს გაკეთებულ საგოლე გადაცემებს.

არ ვცდილობ იმის დამტკიცებას, რომ იგუაინი უკეთესია, ხოლო ფალკაო მორიგი გადამეტებით მიღებული ვარსკვლავი. არავითარ შემთხვევაში. კოლუმბიელი ბრწყინვალეა, მე მართლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ არ ღირს იმის დაუფასებლობა, რაც გაქვს. იგუსთვის "მადრიდის რეალი"-ეს უბრალოდ მორიგი სამწვრთნელო და სავარჯიშო დღე, ერთი მატჩი კვირაში ან მორიგი ანაზღაურება არ არის. ჩემთვის ის მადრიდისტაა, რომელიც მუდამ 100%-ით იხარჯება თეთრ ფორმაში. მას უბრალოდ აკლიას ის მატჩები, რომელთა შემდგომაც ის გამოიჭიმებოდა პრესის პირველ გვერდებზე, ეს ჯერ კიდევ წინაა, მას ხომ რამოდენიმე დღის წინ 25 წელი შეუსრულდა. როცა ფალკაო 25 წლის იყო, ის ჯერ კიდევ არ იყო ასე ინტერნეტშიც ცნობილიც კი.

პიპიტას ჯერ კიდებ ყველაფერი წინ აქვს, ღმერთმა ქნას. მას სულში ცეცხლი აქვს, ის აღსავსე და განმსჭვალულია მადრიდიზმით. ცოტაოდენი იღბალი და საკუთარი თავის რწმენა და ყველაფერი მოვა. ბენზემას გაგდებაც არ ღირს, ვინაიდან მისი წინა წლის მაჩვეებლებიც შესანიშნავია, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის სულაც არ არის გამტანის სტერეოტიპის მქონე. თქვენ გინდოდათ მკვლელი ფორვარდი? ჩვენ ასეთი ორი გვყავს. უმაღლესი კლასია.

როცა რონალდო იყიდეს, ბრაზილიელი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავდამსხმელი იყო არამარტო მსოფლიოში, არამედ ფეხბურთის ისტორიაში. ამ მხრივ ის ბევრად აღემატებოდა მორიენტესს. კიჭა თავის საქმეს ბრწყინვალედ ართმევდა თავს, მაგრამ გუნდს მისი მოსვლის შემდეგ ორჯერ მეტის გატანა არ დაუწყია და ტიტულებიც სულაც არ ცვიოდა ციდან, ხოლო მორომ კი თავის მხრივ "მონაკო" გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დაამარცხა რა თავისი ყოფილი კლუბი მეოთხედფინალში. dle 10.1

  • shvela
  • 15 დეკემბერი 2012
  • 6068
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)