მრავალფუნქციური მადრიდისტები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჟოზე მოურინიო ნამდვილად გამოირჩევა რიგ შემთხვევებში, არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებით.ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც არის "განსაკუთრებული."


სამწვრთნელო ისტორიიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან უყვარს უნივერსალური ფეხბურთელები.ჩემი აზრით, მხოლოდ ჟოზეს ფორმაციის გუნდში შეიძლება, ერთ დღეს კალეხონის ხილვა მარჯვენა გარემარბად, მეორე დღეს ცენტრალურ თავდასხმელად, ხოლო მესამე დღეს მარცხენა მცველად.აღნიშნული ფაქტი იმის დასტურია, რომ მოურინიო თითოეული მოთამაშისაგან მაქსიმუმის გაკეთებას ითხოვს.

"რეალის" დამრიგებლის სკამის მორგების შემდეგ, შემადგენლობის 16 წევრი, მრავალფუნქციურ მოთამაშეებად აქცია.უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ახლა ჩამოგითვლით ფეხბურთელებს, რომლებსაც მოურინიომდე არასოდეს უცდიათ სხვადასხვა პოზიციებზე თამაში: სერხიო რამოსი, ვარანი, ალბიოლი, არბელოა, ნაჩო, ესიენი, ჩაბი ალონსო, ხედირა, მოდრიჩი, კალეხონი, დი მარია, კრიშტიანუ რონადლუ, კაკა, იოზილი, ბენზემა და მორატა.ვფიქრობ, იმის განხილვა, ვინ სად თამაშობს და სად მოუწია ასპარეზობა, შორს წაგვიყვანს.ამიტომაც თვალი გადაავლეთ სტატიის მთავარ სურათს და ყველაფერს თავად მიხვდებით.

და ბოლოს, "განსაკუთრებულის" ექსპერიმენტები ხან ამართლებს, ხანაც კი კრახით სრულდება.მაგალითისთვის, გავიხსენოთ სეზონის სტარტზე "ხეტაფესთან" წაგებული თამაში, სადაც მორატა მარცხენა ფლანგზე იყო განწესებული, ბენზემა შემტევ ნახევარმცველად, იოზილი ცენტრალურ ნაცევარმცველად, ხოლო ალბიოლი მარჯვენა მცველად.

Marca.Com

თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელმა ფეხბურთელმა მოუტანა გუნდს ყველაზე მეტი სარგებელი, პოზიციის შეცვლის შემდეგ?

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)