იკერი "იმედის მატჩისთვის" ემზადება

23 დეკემბერს, სამეფო კლუბის კარის დარაჯის, იკერ კასილიასის, ორგანიზებით, საქველმოქმედო თამაში გაიმართება, სახელწოდებით "იმედის მატჩი."


"ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რომ უკვე მესამე წელია, აღნიშნული ღონისძიების მონაწილე ვიქნები.ჩვენი საღამო, 23 დეკემბერს, 18:00 საათზე (მადრიდის დროით), აიღებს სტარტს Palacio de los Deportes-ზე.თავდაპირველად, მოსულ საზოგადოებას სხვადასხვა მუსიკოსები სრულიად უანგაროდ, შესთავაზებენ თავიანთ შემოქმედებს, ხოლო 19 საათზე, დაიწყება პატარა საფეხბურთო მატჩი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელი სპორტსმენები.დასასწრები ბილეთები entradas.com-ზე გაიყიდება, ხოლო ღონისძიების დღეს, ჯიხურებში (ღირებულება 6 ევრო - ავტ)."

"დღევანდელი ცხოვრება არცთუ ისე სახარბიელოა.ვეცდები ყველაფერი გავაკეთო საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობს, რამეთუ ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.ვიმედოვნებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში.ბილეთის ფასი სიმბოლურად - 6 ევრო იქნება.კარგი იქნება, მშობლებით ბავშვებთან ერთად თუ გვეწვევიან."

"23-ში, არაერთ ცნობილ სახეს იხილავთ.მოწვეული გვყავს ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ფერნანდო იერო, ემილიო ბუტრაგენიო, სანტიაგო სეგურა (მსახიობი) და სხვანი.ისინი ყოველთვის მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში."

"საქველმოქმედო აქციის პრეზენტაცია, 14 დეკემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.პრესის წარმომადგენლებს ვთხოვ, მაქსიმალურად გააშუქონ ეს მოვლენა."

RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)