ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გთავაზობთ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების მატჩის შემდგომ კომენტარებს.


კალეხონი

" "ვალიადოლიდი" ამ მატჩში ორჯერ იყო წინ, მაგრამ ჩვენ შევძელით სწრაფი რეაგირება და მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულეთ. აღსანიშნავია, რომ იოზილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მოხარული ვარ, რომ გამარჯვება შევძელით."

"ყველაზე მეტად სტანდარტულების დროს ვნერვიულობდი, რადგან არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს."

იოზილი

" ჩვენ ბედნიერი ვართ, რადგან დაძაბულ ბრძოლაში შევძელით 3 ქულის მოპოვება. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია იბრძოლოს ტიტულისათვის. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ჯარიმის შედეგად გატანილი გოლი თავდაჯერებულობას მმატებს. მოხარული ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე და გუნდს დავეხმარე. პირველი ნახევარი "ვალიადოლიდმა" კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით სადავეები ხელში აგვეღო და მეტოქეს თამაშის საშუალება არ მივეცით. "

"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, არ დავთმობთ არაფერს, რადგან ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ. "

შემდეგ იოზილმა დაამატა:"ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იღებს თამაშის შანსს. წარმომიდგენია, რა ბედნიერნი არიან ისინი."

სერხიო რამოსი

"-ეს იყო ჩემი გოლი. მე ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან სამართლიანობა არ იყო დაცული. მაგრამ კარგია, რომ 3 ქულის მოპოვება შევძელით. თუ ჩვენ დარჩენილ მატჩებს არ მოვიგებთ შედეგი ცუდი იქნება. "ბარსელონასთან" სხვაობა დიდია, ყოველი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ მინდა სეზონის ბოლოს მეორე პლანზე ვიყოთ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)