კარანკა: "ვალიადოლიდთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს"

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"მოურინიო ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია, ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით მისი დონის სპეციალისტს. უკვე ორი წელიწად ნახევარია, რაც მის გვერდით მიწევს მუშაობა და ამ დროის განმავლობაში ყველა ჭორისათვის რომ დაგვეჯერა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით. ჟოზე აგრეთვე ძალიან ძლიერი ადამიანია და მისი გატეხვა ძალიან ძნელია. პსჟ-ს ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ მათ ჰყავთ მთავარი მწვრთნელი და მოურინიოს გადაბირებას არ აპირებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პორტუგალიელი თავისი საქმით უკვე დაკავებულია."

"რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ჯერ-ჯერობით ჟოზეს თანაშემწე ვარ და არსად წასვლას არ ვგეგმავ. როდესაც მოურინიო გადაწყვეტს კლუბის დატოვებას, მერე ვისაუბროთ ამ თემაზე. ფლორენტინო პერესმა უკვე გააკეთ განცხადება, რომ მოუ არ დატოვებს რეალს შესაბამისად საუკეთესო ვარიანტი ამ საკითხზე ჭორაობის შეწყვეტა იქნება."

"რონალდო ნამდვილი პროფესიონალია, როდესაც მას გოლი გააქვს გუნდს ძალიან დიდ დახმარებას უწევს, თუ არ გააქვს, მაშინ გუნდური მოთამაშის სახით გვევლინება და შავ სამუშაოსაც კი ასრულებს."

"არ აქვს მნიშვნელობა რომელი ადგილით გავედით 1/8 ფინალში, მთავარია სიკვდილის ჯგუფიდან გასვლა მოვახერხეთ. ვინც არ უნდა შეგვხვდეს შემდეგ ეტაპზე, მათთან თამაში ძალიან რთული იქნება, რადგან შემთხვევით ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე არავინ ხვდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ შემადგენლობით ფინალში გასვლას მოვახერხებთ."

"აქვე მინდა მწუხარება გამოვთქვა მესის ტრავმის გამო, ნამდვილად უსიამოვნო ფაქტი იყო ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის. საბედნიეროდ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და ლიონელი მალევე დაუბრუნდება მოედანს." dle 10.1

  • SunSay
  • 8 დეკემბერი 2012
  • 1105
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (102)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)