რამოსი : "მოხარული ვიქნები "იუვეს" თუ შევხვდებით

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. სერხიო რამოსმა 20 დეკემბრის კენჭისყრასა და მეტოქეებზე ისაუბრა...


"ყველა ვარიანტში რთული დაპირისპირება გველის, რადგან ჩვენი სავარაუდო მეტოქეები საკმაოდ სოლიდურ ძალას წარმოადგენენ, დარწმუნებული ვარ მომდევნო ეტაპზე გასვლას შევძლებთ, მაგრამ ამისთვის დაუღალავი შრომა იქნება საჭირო, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური კონცენტრაცია."

"პსჟ საკმაოდ დიდ ძალად ჩამოყალიბდა და მათთან ბრძოლა ყველას უჭირს, მითუმეტეს ფრანგებს ჰყავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ყოველთვის მაღალი დონის ფორვარდად ითვლებოდა, მაგრამ წლევანდელ სეზონში იგი ნამდვილად ბრწყინავს, შვედი მოთამაშე საკუთარი გუნდის უდავო ლიდერია."

"სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი, ნებისმიერი ჩემპიონატის ფავორიტია, რადგან "წითლებს" ყოველთვის ანგარიშგასაწევი შემადგენლობა ჰყავთ, მითუმეტეს მწვრთნელს გუნდში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს, ფერგიუსონმა ცხოვრების ნახევარი მანჩესტერის მწვრთნელის რანგში გაატარა, მან ზუსტად იცის ამ გუნდის ფილოსოფია."

"მიუნხენის ბაიერნთან განცდილი მარცხი ძალიან ცუდად მახსოვს, მაშინ დეპრესიაში ვიყავი, რადგან თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ მოვახერხე, მაგრამ ეს ეპიზოდი უკვე დავიწყებას მიეცა, თუკი გერმანელებს შევხვდით და პენალტი დაინიშნა, ბურთთან აუცილებლად მივალ და მიუნხენელებს ანგარიშს გავუსწორებ. თუკი შარშანდელი 1/2 ფინალი წელს 1/8 ფინალში განმეორდა, ეს იქნება ულამაზესი დაპირისპირება, სადაც ერთმანეთის წინაშე ორი შეტევის მოყვარული გუნდი წარსდგება."

"რაც შეეხება შალკეს, ვთვლი, რომ "ლურჯებს" საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოწინავე პოზიციები დაიკავონ, ეს გუნდი ნამდვილად დგას აღმშენებლობის გზეზე, როდესაც გერლზენკიხენში რაული თამაშობდა, მაშინ გერმანული გუნდი კიდევ უფრო ძლიერი იყო, მაგრამ გონსალეს ბლანკოს გამოკლებამ გუნდის ფილოსოფიის ცვლილება არ გამოიწვია, მებრძოლი სული "შალკეს" მთავარია კოზირია, რომელსაც დარწმუნებული ვარ მათი მთავარი მწვრთნელი გამოიყენებს."

"ტურინის იუვენტუსთან დაპირისპირება ჩემთვის ყველა მისაღებია, ძალიან მსურს იტალიური გუნდის წინააღმდეგ თამაში, ისინი ყოველთვის საინტერესო ფეხბურთს გვთავაზობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტურინელთა არცერთი მწვრთნელი არ აკეთებდა აქცენტს სანახაობაზე, მათი თამაში ყოველთვის დამაინტრიგებელია. ბოლო წლებში ამ გუნდთან აშკარა ჩამორჩენა გვაქვს, იუვენტუსმა რამდენჯერმე შეძლო ჩვენი დამწუხრება, "რეალმა" მათთან თამაშის გამოცდილება უკვე მიიღო და მზად არის "ბებერი ქალბატონის" დასამარცხებლად."

"ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ 1/4 ფინალში გავიდეს. მომზადება სრული დატვირთვით მოგვიწევს, რადგან მოურინიოს აზრით ყველა გუნდი დასაფასებელია და როგორც კი მეტოქეს ჯეროვანზე კიდევ უფრო ძლიერად არ შეაფასებ, მაშინ დამარცხდები." dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2012
  • 2679
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)