ხოსე როდრიგესი და ნაჩო თამაშის შემდეგ

ახალგაზრდა კანტერანოები თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.


ხოსე როდრიგესმა ჟურნალისტებს თავისი მოურინიოსადმი დამოკიდებულების შესახებ ესაუბრა: ”როცა მწვრთნელს ვჭირდები, მაშინ ნელ-ნელა ვმუშაობ. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან მიყვარს, როცა ბურთით ბევრს გადაადგილდები. მოურინიო ჩვენით კმაყოფილია და სათამაშო წუთებიც უფრო და უფრო მოვა. ბოსმა მშვენივრად მიგვიღო და მინდა მადლობდა ვუთხრა მას ამისთვის, ვინაიდან ის მუდამ ჩემს მხარესაა, მის გარეშე ჩემი დებიუტი არ შედგებოდა.”

ნახევარმცველმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ”მადრიდის რეალის” რიგებში: ”მე ხაბი ალონსო და ხედირა ძალიან მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ხაბი. მან კარგად მიმიღო, ბევრს მელაპარაკებოდა და მუდამ მეუბნებოდა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი. ჩემ თავს რაულს ნამდვილად ვერ შევადარებ. ის თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა და უდიდესი ვარსკვლავია.” თავიანთ მომდევნო მეტოქეზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა შემდეგი რამე თქვა: ”ჩვენ ”მადრიდის რეალი” ვართ, საუკეთესო კლუბი მსოფლიოში და აქედან გამომდინარე არავისი არ გვეშინია!”

გუშინდელ შეხვედრაში შედგა ასევე ნაჩოს დებიუტის ჩემპიონთა ლიგაზე. ”ეს განსაკუთრებული საღამო იყო, ჩემი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაისურს სახლში გამოსაჩენ ადგილას დავკიდებ. მწვრთნელმა მთხოვა, რომ მშვიდად მეთამაშა და საკუთარი თამაში მეჩვენებინა. მშვიდად ვიყავი და ყველაფერი ის მოხდა, როგორც მინდოდა. ”აიაქსის” წინააღმდეგ რამოდენიმე კანტერანოს დებიუტი შედგა, ისევე როგორც თასზე, ჩვენ უფრო და უფრო მეტ დროს გვაძლევენ სათამაშოდ, რაც თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო და სასიამოვნოა. ვგრძნობს, რომ მოურინიო გვენდობა. მადლობა მას, რომ დღეს აქ ვართ.” dle 10.1

  • shvela
  • 5 დეკემბერი 2012
  • 1475
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)