იოზილი ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს დერბის

Marca-მ ამ სტატიით ყველა კითხვას პასუხი გასცა, რაც კი დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით არსებობდა.


მოურინიო მხოლოდ ერთ პოზიციას ტოვებს გაურკვეველს „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ. ესაა ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის დამაკავშირებელი რგოლი. მისი საუკეთესო არჩევანი არის მესუთ ოიზილი, რომელსაც პორტუგალიელი ხშირად მიმართავს.

გერმანელი, როგორც საუკეთესო ფიგურა ნახევარდაცვაში, ახლოსაა კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარებასთან. იმის მიუხედავად, რომ მოურინიო უკმაყოფილოა მისი თამაშით ამ სეზონში, დღეს მან იცის, რომ მას არ ჰყავს უკეთესი ფეხბურთელი განაცხადში.

პორტუგალიელი მწვრთნელი მსგავსი დილემის წინაშე იყო „კლასიკოს“ წინა დღესაც. ბარსელონაში პაექრობამდე ერთი კვირით ადრე, მწვრთნელმა იოზილი დასაჯა „დეპორტივოსთან“ და მეორე ტაიმში იგი მოედნიდან გაიყვანა. სამი დღის შემდეგ გამთამაშებელს საერთოდ არ მიეცა თამაშის საშუალება ამსტერდამში. მაგრამ, როცა „განსაკუთრებულმა“ დაასახელა ძირითადი შემადგენლობა „ბარსელონას“ წინააღმდეგ, იგი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იქ უნდა ყოფილი ოიზილი – ფეხბურთელი, რომელიც უდიდეს შეხვედრებში იზრდება, როგორც პროფესიონალი. მესუთმა იმ კლასიკოში, „კამპ ნოუზე“ ფენომენალური თამაში აჩვენა.

დღესაც ერთ–ერთი ასეთი დღეა, როცა მოურინიოს უკვე მონიშნული აქვს კალენდარი და ყველაფერი გადაწყვეტილია. „მადრიდის ათიანი“ მოედანზე მხოლოდ ერთ ტაიმში იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ იგი კვლავ დისაჯა და ქვედა დივიზიონელი „ალკოიანოს“ წინააღმდეგ სრული თამაშის ჩატარება მოუხდა. ამას დამატებული ის, რომ დღეს „რეალს“ დამარცხება არ ეპატიება. ყველფერი აქედან გამომდინარე დღეს მოუ კიდევ ერთხელ ააკეთებს არჩევანს მესუთის სასარგებლოდ.

გერმანელმა გამთამაშებელმა პირადი რეკორდებიც დაამყარა „ატლეტიკოსთან“: მან მოიგო ექვსივე შეხვედრა ამ კლუბის წინააღმდეგ, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე პასიც გააკეთა. ზუსტად ისე, როგორ „ბარსელონასთან“, ოიზილი დერბიშიც ბრწყინავს.

ინფორმაციის წყარო: marca.com

ავტრისაგან:
ამ სტატიამაც დაგვანახა, რომ მოურინიო თითოეული შეხვედრისთვის დიდი ხნით ადრე ემზადება. ერთი ჩვეულებრივი ცვლილებაც კი გათვლილი აქვს მომდევნო თამაშებზე და როგორც marca-მ თქვა „მოურინიოს მთელი კალენდარი მონიშნული აქვს“, ანუ მან ზუსტად იცის სად დასჭირდება ყველაზე მეტად ესა თუ ის ფეხბურთელი. დღეს აუცილებლად გავიმარჯვებთ და იმედს ვიტოვებ მესუთი და კრისტიანო იმ თამაშს გვაჩვენებენ, რასაც თვითონვე შეგვაჩვიეს. Hala Madrid!!!

ლ.ჭ. halamadrid.ge-სთვის. dle 10.1

  • MyNameIs
  • 1 დეკემბერი 2012
  • 1763
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)