„კლუბს სჭირდება ახალგაზრდული სისტემის კონტროლის პროექტი“

ხორხე ვალდანო “ESPN” –ს გაესაუბრა ლა ლიგის (არამარტო) შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად „ატლეტიკოს“ კარგი სტარტისა, ჩემპიონის ბედი „რეალსა“ და „ბარსას“ შორის გაირკვევა.


„მადრიდის რეალის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დარწმუნებულია იმაში, რომ ახალგაზრდულ სისტემაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი არ არის მოურინიო. „კლუბს სჭირდება ახალგაზრდული სისტემის კონტროლის პროექტი. კლუბში არ შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, როცა მხოლოდ მთავარი მწვრთნელი რისკავს, მხოლოდ იგია პასუხისმგებელი ყველა შედეგზე, როცა საქმე კარგად ვერ მიდის“ –აღნიშნა ვალდანომ.
ხორხე ვალდანომ ასევე ისაუბრა პირებზე, რომლებიც მას აკრიტიკებენ „ბარსას“ შექებისთვის: „ესაა პრობლემა მათთვის, ვინც ვერ ხვდება ამ საქციელის აზრს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ უნდა შეაქოს ის, ვინც კარგად აკეთებს თავის საქმეს და ასევე სხვებმა მისგან უნდა აიღონ მაგალითი. ეს არის ძალიან ემოციური საკითხი და ხალხი, ვინც მოვლენებს აღიქვამს მხოლოდ საკუთარი აკვიატებული აზრით, ისინი „ბარსას“ ქებას თვლიან „რეალზე“ თავდასხმად. მე „მადრიდის რეალის“ ერთგული გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის იმაში, რომ დავინახო და აღვნიშნო „ბარსელონას“ წარმატებული თამაში.“
არგენტინელს (იგულისხმება ვალდანო) სჯერა, რომ მესისა და რონალდოს დაპირისპირება, მათთვის სასიკეთოა: „ეს ამ ფეხბურთელებს დაეხმარება იმაში, რომ გახდნენ უფრო უკეთესნი, ვიდრე ახლა არიან. ყოველთვის, როცა ისინი თამაშობენ, შენ გეუფლება გრძნობა, რომ ისინი უყურებენ ერთმანეთს, ვინ უფრო კარგად თამაშობს და ვის უფრო მეტი გოლი გააქვს. მე ზუსტად არ ვიცი ეს შეგნებულად ხდება თუ არა, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ეს დაპირისპირება დაეხმარება მათ თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.“

ინფორმაციის წყარო: marca.com

შეგახსენებთ, რომ ხორხე ვალდანო სამეფო კლუბში 1984–87 წლებში თამაშობდა. მან 85 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 40 გოლიც გაიტანა. ის შემტევი–ნახევარმცველისა და ცენტრ–ფორვარდის პოზიციებზე თამაშობდა. 1991–92 წლებში იყო „მადრიდის რეალის“ ერთ–ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი, ხოლო 1994–96 წლებში მთავარი გუნდის დამრიგებელიც გახლდათ. შემდეგ ის მუშაობდა „რეალის“ გენერალური დირექტორის პოსტზე და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პოსტი მოურინიოსთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა (ან დაატოვებინეს).

ლ.ჭ. halamadrid.ge - სთვის... dle 10.1

  • MyNameIs
  • 1 დეკემბერი 2012
  • 1375
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)