კარვახალი: "თანდათან ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე"

დანიელ კარვახალმა გასულ ზაფხულს დატოვა "რეალ მადრიდ კასტილია."მარჯვენა მცველმა ლევერკუზენის "ბაიერს" 5 წლით დაუკავშირა მომავალი.მიუხედავად იმისა, რომ დანი სხვა კლუბის ღირსებას იცავს, ხშირად გვიწევს მასზე წერა, რამეთუ მისი თამაში ნამდვილად შთამბეჭდავია.


კარვახლის პროგრესი წარმატებით მიმდინარეობს.ახალგაზრდა ბიჭს ყველა ის თვისება გააჩნია, რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ მარჯვენაფლანგელს.თავის საიმედოდ დაცვის გარდა, დანიელი შეტევებშიც წარმატებით ერთვება.ამის ნათელი დასტურია, მიმდინარე სეზონში მისი რამდენიმე საგოლე პასი და გოლი, რომელიც ფეხბურთელმა ბუნდეს ლიგის გასულ ტურში "ჰოფენჰაიმს გაუტანა," სადაც ყოფილი კასტილიელი ხოსელუ ასპარეზობს.

გამოცემა "მარკა" კარვახალს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- კარგი გოლი შეაგდე! შენი წყალობით დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა "ბაიერმა" მნიშვნელოვან მატჩში...
- ერთობ გადამწყვეტი თამაში იყო.ვერმოგების შემთხვევაში, ხუთეულის მიღმა ვრჩებოდით.ვფიქრობ, გუნდს კარგი რეაქცია ჰქონდა გამოწვევაზე.ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ვიბრძვით.

- როგორ მოერგე გერმანულ ფეხბურთს?
- უკეთესად შეუძლებელია ყოფნა.ბევრი სათამაშო წუთი მაქვს და რაც მთავარია, კომფორტულად ვგრძნობ თავს.თანაგუნდელები მხარს მიჭერენ.ერთი სიტყვით, ბედნიერი ვარ.

- ადამიანები შენში ხედავენ ესპანეთის ნაკრების მომავალ გარემაბრს...
- ამაზე საუბარი მლიქვნელობა იქნება.ამ მომენტისათვის 21 წლამდე ნაკრებში მიწევს თამაში და ძალისხმევას არ ვიშურებ.ვნახოთ, ევროპის ჩემპიონატზე თუ გავემგზავრები.

- არსებული სიტუაცია იმაზე მეტყველებს, რომ მიმდინარე სეზონში, "რეალის" პირველ გუნდში სათამაშო დრო ნამდვილად მოგეცემოდათ...
- გადაწყვეტილება განვლილ ზაფხულს მივიღე და თანდათან ვრწმუნდები მის სისწორეში.სამეფო კლუბის რიგებში თამაში რთულია და აქ მწვანე მინდორზე დიდ დროს ვატარებ.ამასთანავე ზედიზედ 3 ტურნირზე მიწევს თამაში.

- მადრიდში თამაში რომ შეძლო, იოზილისა და პეპეს დონეზე უნდა იყო? ეს არბელოა აზრია...
- გადაწყვეტილების მთავარი მიმღები არის მოურინიო.მის კომპეტენციაში შედის კანტერანოსის აღზევება/არ აღზევება.ის კასტილიის მონაწილეობით ყველა თამაშს უყურებს და ამის შემდეგ აკეთებს არჩევანს.მორატამ გამარჯვების გოლი მოუტანა მადრიდს.ახალგაზრდებიდან ყველაზე დიდი ნდობა მასზეა გაცემული და იმედია, ესეც დარჩება.

ინფორმაციის წყარო: marca.com

პ.ს. იმედია, სამეფო კლუბის ხელმძღვანელები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ დანიელ კარვახალს! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)