კრისტიანოს არცერთი "ბარსელონას" ფეხბურთელი არ სურს "რეალში"

კრისტიანო რონალდომ განაცხადა, რომ არ სურს არცერთი "ბარსელონას" ფეხბურთელი მადრიდის "რეალში".


პორტუგალიელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ტრანსფერების განხორციელების უფლება რომ ჰქონდეს, მაინც არ მოიწვევდა "ბარსელონას" არცერთ ფეხბურთელს "სამეფო კლუბში". რონალდოს აზრით, "რეალს" ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ შეუძლიათ კატალონიური კლუბის ჰეგემონია დაამხონ ლა ლიგაში.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელი ფეხბურთელები ვერ აჩვენებენ იმ ფეხბურთს, რომელსაც მათგან ელიან, კრისტიანოს თქმით, საჭიროა ახალი ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშება. და კრისტიანოს აზრით ეს ძალიან მალე მოხდება და "რეალი" დაიწყებს ლამაზი ფეხბურთის თამაშს.

"სიმართლე გითხრათ არ მეშინია "ბარსელონასთან" დაპირისპირების. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და ვფიქრობ, არ გვჭირდება "ბარსელონას" ფეხბურთელები გუნდში. ახალი გუნდი შენდება და ამაში დიდი მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ვფიქრობ ამის შემდეგ ჩვენი თამაში სულ სხვანაირი იქნება. ჯერ კიდევ არ შემიძლია 100%–ით თამაში და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რათა ტრავმა მოვიშუშო, გავიდე მოედანზე და გუნდს დავეხმარო" – განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 27 ოქტომბერი 2009
  • 2482
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)