შეემატება "რეალის" ისტორიას ტიტულები?

როგორც ვიცით მადრიდის "რეალს" 9–ჯერ აქვს მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის თასი, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ვნახოთ თუ რა მოხდება ამ სეზონში.


უდიდესი ისტორიის მიუხედავად სამეფო კლუბი უკვე მე–8 წელია ვერ აღწევს წარმატებებს ჩემპიონთა ლიგაზე. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს უკვე 7 წელია მერვედ ფინალს ვერ გავცდით. ყოველთვის რაიმე მიზეზი არსებობდა წარუმატებლობის, მაგრამ საფუძვლიანი და ნამდვილი არცერთი ყოფილა. "თეთრებმა" ბევრი მწვრთნელი გამოიცვალეს ახლო მომავალში და მემგონი სწორედ ეს არის მათი წარუმატებლობის მიზეზი, ანუ არ ეძლევა არც ერთ მთავარ მწვრთნელს 1 წელიწადზე დიდ ხანს გუნდის თავკაცად ყოფნის უფლება.

ბევრი წარუმატებლობის მიუხედავად, იმედის ნაპერწკალი მადრიდელ გულშემატკივრებს ფლორენტინო პერესმა აუნთო. ამ მართლაც ღირსეულმა მადრიდისტამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა გუნდის დიდებული ისტორია არ შეჩერდეს და დაუბრკოლებლად განაგრძოს წინსვლა. 254 მილიონი ევრო იქნა დახარჯული საზაფხულო ტრანსფერებში, ეს მართლაც ზღაპრულად დიდი თანხაა, მაგრამ როდესაც საყვარელ კლუბზე მიდგება საქმე ყველაფერზე უნდა წავიდეს ნამდვილი გულშემატკივარი და მითუმეტეს გუნდის პრეზიდენტი. დონ ფლორენტინომ მხოლოდ უძლიერესები მოიყვანა გუნდში: ბენზემა, კაკა, რონალდო, ალბიოლი და ხაბი ალონსო. ამით ყველაფერია ნათქვამი და აბსოლიტურად ყველაფერია გამოხატული თუ რას გრძნობს ეს ადამიანი საკუთარი კლუბის მიმართ.

ამ 254 მილიონიდან, ნახევარი გადაიხადეს რონალდოში და კაკაში. პორტუგალიელი ვარსკვლავი ჯერ–ჯერობით ამართლებდა მადრიდელი ფანობის იმედებს და ახალისებდა მათ ლაღი და სხარტი თამაშით. აი რაც შეეხება რიკის, მან დიდი ვერაფერი დასამახსოვრებელი ვერ გააკეთა ჯერ–ჯერობით... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბრაზილიელი ჩაიკარგა "რეალში" და ვერ გაუძლო ასეთ დიდ კონკურენციას. რონალდოს კი არ დასცალდა ბოლომდე გახსნა, მან ძალიან მალე მიიღო ტრავმა და გამტოვა 4 ტური, მის გარეშე ჩატარებული შეხვედრების შედეგები ზუსტად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მისია აკისრია კრისტიანოს სამეფო კლუბში.

სიმართლის დამალვას აზრი არ აქვს და ამიტომ საჭიროა ღია და ლაღი საუბარი. სამწუხაროდ "თეთრები" ძალაინ ცუდად გამოიყურებიან ყველა ტურნირზე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მომატება და გოლის გატანა, მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ აკეთებენ. ცხოვრება იმედით გრძელდება, ამის გარეშე ხომ ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა და ჩვენც რა დაგვრჩენია პირდაფჩენილებმა უნდა ველოდოთ საყვარელი კლუბის გამოსწორებას.

შეემატება "რეალის" ისტორიას ტიტულები?

რაც შეეხება სხვა მადრიდისტებს... რაული როგორც ყოველთვის საუკეთესოა, მისგან კარგი სიახლეებით ვართ განებივრებულნი. ახლად გადმოსული კარიმ ბენზემა ძალღონეს არ იშურებს , რომ რაიმე ღირებული შექმნას საკუთარი კლუბისთვის, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის, მან მხოლოდ სამი გოლის გატანა შეძლო. გუტიმ თითქოს კარგად დაიწყო სეზონი, მაგრამ ბოლოს მაინც რაღაც დააკლდა და დაკარგა დადებითი ინერცია. მცველებზე ბევრ ლაპარაკს უბრალოდ აზრი არ აქვს. მარსელო და ცენტრალური მცველები უდიდეს შეცდომებს უშვებენ, სწორედ მათი არადამაჯერებელი თამაშის შედეგია გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, თუ ზურგი სუსტი გაქვს, ხელები რაც არ უნდა ძლიერი გქონდეს სუსტად ითვლები.
შეემატება "რეალის" ისტორიას ტიტულები?

"მილანთან" განცდილი მარცხის შემდგომ ბევრმა იმედი დაკარგა ჩვენი კუმირი გუნდის, მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი ასე ადვილად არ მთავრდება და არც შენდება. მადრიდის "რეალს" შენდება უდიდესი გუნდი რომელიც ახლო მომავალში ყველას და ყველაფერს დაამარცხებს... ყოველ შემთხვევაში ამის წინაპირობა გვაქვს. რონალდო გვეყოლება მომავალ შეხვედრაში "სან სიროზე" და მთავარი ამ მომენტში სწორედ ეს არის ჩვეთვის, იმედია გაგვიმართლებს იმედებს პორტუგალიელი ვინგერი.
შეემატება "რეალის" ისტორიას ტიტულები?

ყველა მადრიდისტა წარმატებას გვპირდება და იმედია ეს მოცემული დაპირება მაინც იქნება შესრულებული. სწორედ ეს არის ჩვენი მოთხოვნილება და სურვილი. გარწმუნებთ, რომ თუ წაუვიდა "რეალს" თამაში... მთელი სეზონი ვეღარ გაგვაჩერებენ.

ბოლოს კითხვა: შეემატება "რეალის" ისტორიას ახლო მომავალში ტიტულები?



ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 26 ოქტომბერი 2009
  • 2451
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)