მორატამ სამეფო კლუბს 3 ქულა მოუტანა

მადრიდის რეალმა გუშინ ძალიან რთული შეხვედრა ჩაატარა, რაც მეტწილად სტადიონის ცუდი მდგომარეობით იყო გამოწვეული.


შეხვედრა მადრიდელთათვის ძალიან რთულად დაიწყო, რონალდომ წარბი გაიხია და სისხლის გაჩერება შეუძლებელი ჩანდა, თუმცა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მოახერხა თამაშის გაგრძელება და შეხვეული წარბით სამეფო კლუბის დაწინაურებაც კი მოახერხა.

შესვენების შემდეგ ის მოედანზე აღარ გამოჩენილა, მის მაგივრად მოუმ დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა და ალბიოლი შემოიყვანა. დაკვირვებული ვარ, როდესაც ალბიოლი შემოდის რეალი გოლს უშვებს, ხშირ შემთხვევაში ასე ხდება და გუშინდელ მატჩშიც ამიხდა ვარაუდი. ანხელმა 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ამ გოლში "დამნაშავე" ყველაზე მეტად სტადიონი იყო, სწორედ იკერის საჯარიმოში დაგროვებული გუბე დაეხმარა ფეხბურთელს პეპეს მოტყუებაში, ამის შემდეგ ბურთის კარში გადაგზავნა ტექნიკის საკითხი იყო.

72-ე წუთზე ალონსოს მიერ გაფუჭებული პენალტის შემდეგ, სავარაუდოდ ყველამ იფიქრა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა და სამეფო კლუბი მორიგ ქულებს დაკარგავდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ალვარო მორატა, რომელსაც დიდი თეთრი ლეგენდის, რაულის მემკვიდრედ მიიჩნევენ, სწორედ ასეთ მომენტში უნდა გამოჩენილიყო ალვაროს შესაძლებლობები და დაედასტურებინა, რომ ღირსია მეტი სათამაშო დრო მიიღოს. კასტილიელები ხშირ შემთხვევაში უკვე გადაწყვეტილ მატჩებში ახერხებენ თავის გამოჩენას, მორატას კი მოურინიო გადამწყვეტ მომენტში ენდო, პრინციპში სხვა არჩევანი პორტუგალიელ მწვრთნელს არც ჰქონია. რაც არ უნდა იყოს, მორატამ გამოიყენა შანსი და სამეფო კლუბს 3 ქულა მოუტანა. იმედი მაქვს ეს არ არის ბოლო გამარჯვება, რომელსაც სამეფო კლუბმა ალვაროს ხარჯზე მიაღწია და მოურინიო მას უფრო ხშირად ათამაშებს.

გოლები იხილეთ აქ! dle 10.1

  • SunSay
  • 12 ნოემბერი 2012
  • 2324
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)