ვან დერ ვაარტი:"ძალიან მოტივირებულები ვართ"

რაფაელ ვან დერ ვაარტის თქმით, მადრიდის "რეალი" უდიდესი მოტივაციით იქნება გამსჭვალული კოპა დელ რეიზე გასამართი პირველი შეხვედრისთვის.


გრძნობთ ნათელ სხივს, რომელიც სამეფო კლუბში დაბრუნებამ დაგიბრუნათ?

დიახ, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია, რომ კიდევ მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ კლუბისთვის... პელეგრინიმ დამანახა რომ თუ, მოვინდომებ ყველაფერი კარგად იქნება და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსიც გამეზრდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მომცა უფლება მეთამაშა ბოლო მატჩებში, რომ დავხმარებოდი საკუთარ გუნდს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

"ელ მონინოზე" დიდი წნეხის ქვეშ გიწევდათ თამაში და სწორედ ამის ფონზე შეგიყვანათ მოედანზე პელეგრინიმ...

მართლაც რომ რთული შეხვედრის თამაში მოგვიხდა... გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია. გასულ მატჩებში ასე არ გაგვძნელებია გოლის გატანა, "სპორტინგის" წინააღმდეგ კი სულ სხვა რამ მოხდა, მეტოქე გუნდის გოლკიპერი საოცრებებს სჩადიოდა.

თქვენ თითქმის გაიტანეთ გოლი...

დიახ, რამოსმა შესანიშნავი შანსი მომცა, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერა და ვერ გავიტანეთ.

გაიტანთ გოლს კოპა დელ რეიზე?

დიდი იმედი მაქვს, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. მე მგონია, რომ ვითამაშებ ზირითად შემადგენლობაში და თუ ასე მოხდა ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.

მომავალ შეხვედრაში გექნებათ შანსი გაიბრწყინოთ კიდევ ერთხელ...

დიახ, ეს ძალიან სასიამოვნოა. მე ვეცდები ყოველი შანსი ბოლომდე გამოვიყენო და რაც შემიძლია ყველაფერი გავაკეთო.

თქვენ შეგიძლიათ კრიშტიანო რონალდოსავით გოლების გატანა ჯარიმებით?

რონალდო მსფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მას მოედანზე ბადალი არ ჰყავს... ის უნიკალური მოთამაშეა.

კოპა დელ რეი მნიშვნელოვანია თქვენი გუნდისთვის?

დიახ, უნმიშვნელოვანესია პირადად ჩემთვის. მე ჯერაც ვერ დამივიწყებია "რეალ" უნიონთან მარცხი, მაშინ ვერ შევძელით ფანები გაგვეხარებინა. აბსოლიტურად ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, რაც ბევრ თასზე გამოვიდავთ ასპარეზზე, მით მეტი გვაქვს მოტივაცია.

პირადად რის გაკეთებას აპირებ?

მე ვაპირებ თავი დავდო საკუთარი გუნდისთვის ნებისმიერ მატჩში.ყველაფერს გავაკეთებ რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სტატუსი მომანიჭონ "რეალში".

კი მაგრამ, თქვენ ხომ ვერ ხვდებით სასტარტო შემადგენლობაში...

მართალია, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ:"მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა", მთავარი ისაა, რომ მადრიდში შრომას გიფასებენ...

რას იტყვით კრიტიკაზე, რომელიც თქვენს მიმართ ისმის?

ახალს არაფერს, ეს ნორმალურია... ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს არის დიდი ფეხბურთი, აქ უცხო არაფერია, განსკაუთრებით უკმაყოფილება და ბევრი კრიტიკა მოთამაშს მიმართ. ბევრს ვმუშაობ, რათა უფრო ღირებული ვიყო გულშემატკივრებისთვის და მათგან მეტი სითბო ვიგრძნო.


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 26 ოქტომბერი 2009
  • 1929
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)