მოურინიო ფორვარდის ძიებაშია

მოგეხსენებათ, გუშინდელი მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ, არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი ხოსე კალეხონმა შეცვალა. ყველას ეგონა, რომ პიპიტას მოედნიდან გასვლა მისმა უფერულმა თამაშმა გამოიწვია, მაგრამ სამწუხაროდ საქმე დაზიანებასთან გვაქვს...


გონსალოს იმავე სახის ტრავმა აღმოაჩნდა, რომელიც ბენზემას აქვს, არგენტინელ მოთამაშეს კუნთი აქვს დაჭიმული, მან ტრავმა მატჩის პირველივე წუთებზე მიიღო და მთელი დარჩენილი დრო გაჭირვებით გაატარა მოედანზე, მეორე ტაიმში კი პორტუგალიელმა სპეციალისტმა ვეღარ გარისკა მისი მოედანზე შეშვება.

სამეფო კლუბს წინა ხაზში პრობლემები აქვს. კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი ლა ლიგის მომდევნო ტურს გამოტოვებენ, სადაც "ბლანკოსი" ლევანტეს დაუპირისპირდება. მთავარი მწვრთნელი ფორვარდის ძიებაში გახლავთ, მას სამი ვარიანტი აქვს. ცენტრ ფორვარდად ან მორატა, ან ხოსე კალეხონი, ან კრიშტიანო უნდა დადგეს.

როგორც ჩანს გუნდში გადაადგილებები გარდაუვალი იქნება. დორტმუნდთან მატჩში კალეხონმა კარგად ითამაშა და თავი რამდენიმე სახიფათო დარტყმით დაგვამახსოვრა, ამიტომ მისი შანსი ნამდვილად დიდია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ფაქტია, რომ "რეალის" წინა ხაზს ორი მთავარი დამრტყმელი ძალა აკლია. dle 10.1

  • Hala
  • 7 ნოემბერი 2012
  • 2753
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)