პერესი: "ისტორიული მოვლენაა"

"რეალ მადრიდ სითიში," Ciudad Real Madrid-ის მშენებლობის მესამე ფაზის პრეზენტაცია შედგა.


როგორც იცით, სამეფო კლუბი სამწვრთნელ ბაზაზე, უნიკალურ პროექტს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს რეზიდენციებისა და სავარჯიშო მოედნების მოწყობას, სადაც როგორც პირველი, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები ისარგებლებენ.ფლორენტინო პერესმა, საპატიო სტუმრებთან ერთად, მშენებლობის მესამე ფაზის პრეზენტაცია ჩაატარა.

ფლორენტინო პერესი: "ისტორიული პროექტის მესამე ფაზა დაიწყო."რეალის" 110 წლიანი ისტორიის განმავლობაში, სამეფო კლუბს პირველად ექნება სპეციალური საცხოვრებელი აკადემიის აღსაზრდელებისათვის, რაც მათ სპორტში უფრო ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.ეს იქნება სახლი და განვითარების შესაძლებლობა მათთვის, ვინც ოცნებობენ კლუბის პირველ გუნდში თამაშზე.ამასთანავე, პირველად ისტორიაში, ჩვენ გვექნება რეზიდენცია მთავარი გუნდისთვის.სწორედ ეს შენობა განგვასხვავებს სხვა კლუბებისაგან."

"ეს იქნება ადგილი, რომელიც "რეალის" იდენტურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცემს პასუხს.უბრალოდ შეხედეთ, რანი ვიყავი, რანი ვართ და რანი ვიქნებით.ჩვენ საკმაოდ ღრმა რწმენით ვუყურებთ მიმდინარე პროექტს.მადრიდის "რეალი" შენდება საკუთარ ფასეულობებზე დაყრდნობით.ეს ყოველივე თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს.სპორტულ ქალაქს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის."

"ჩვენ არასოდეს ვჩერდებით და ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ზრდა, მაგრამ არანაირ შემთხვევაში, თვალთახედვიდან არ უნდა ამოგვივარდეს წარსული.ეს ამაღელვებელი საღამო, იმ ადამიანების მოსაგონარია, რომლებმაც ძველ სპორტულ ქალაქს ჩაუყარეს საფუძველი, რაც გადამწყვეტია ჩვენი DNA-სთვის (სავარაუდოდ, Digital Network Architecture; ციფრული ქსელის არქიტექტურა - ავტ.).წლების განმავლობაში სიამოვნებას ვიღებდით ძველი სპორტული ქალაქისაგან, რომელმაც ისეთი "ექსპონატები" გამოუშვა, როგორებიცაა: ye-yé-ს მადრიდი, კამაჩოსა და ბენიტოს გუნდი, "კასტილია," რომელმაც სამეფო თასის ფინალში იასპარეზა, პირველი გუნდის წინააღმდეგ, რაულისა და კასილიასის "რეალი" და ამჟამინდელი შემადგენლობა.ჩვენი კლუბის ცხოვრება დაკავშირებულია სპორტულ ქალაქთან და მოთამაშეები, რომლებიც აქედან მოდიან, საუკეთესონი არიან მსოფლიოში.ეს ფორმულა, წარმატების გზის გასაღებია."

"კარგად მახსოვს 2004 წლის 12 მაისი, როდესაც სპორტული კომპლექსის საძირკველში, პირველი ქვები ჩავყარეთ.ჩვენ მოვახდინეთ სასწაული და ძველი კომპლექსი გარდავქმენით, უდიდედს თანამედროვე სპორტულ ცენტრად.ის კონტრუქცია იყო კომპლექსი, მაგრამ დღეს, მივიღეთ, სასიამოვნო რეალობა, მაღალი დონის ინფრასტრუქტურითა და შესაძლებლობებით."რეალმა" 21-ე საუკუნის გამოწვევას ღირსეულად უპასუხა.ჩვემ ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, რომელიც სპორტული ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.შემდეგი პროექტი, თემატური პარკი იქნება და ეს კარგი სიახლეა ქომაგებისთვის.ჩვენ გავაგრძელებთ მათი გულის მოგებას.რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან, ჩვენი ინოვაცია, ტურისტული ცენტრის სახეს მიიღებს."

ანა ბოტელია (მადრიდის მერი): ""რეალზე" საუბარია, მეტია ვიდრე სპორტულ კლუბზე.კლუბის დაარსებიდან 100 წელზე მეტი გავიდა და მოთხოვნები იგივე რჩება: ზრდა, გაუმჯობესება და გამარჯვება.თავისი მიღწევებიდან გამომდინარე, "ბლანკოსი" ჩვენი საუკეთესო ელჩია მსოფლიოში, ქალაქში და ესპანეთში."რეალი" ესპანეთის დედაქალაქის ხატია."

იგნასიო გონსალესი (მადრიდის რეგიონის პრეზიდენტი): "8 წლის წინ, საფუძველი ჩავუყარეთ, მსოლფიოში საუკეთესო სპორტული ქალაქის მშენებლობას.დიდებული შესაძლებლობები, სრულად შეესაბამება კლუბის წარსულს.მესამე ფაზა საუკეთესო გზაა, ესტრაორდინალური სამუშაოების დასრულებისა."

ცნობისთვის, ღონისძიებას შემდეგი საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ: ალფრედო დი სტეფანო (საპატიო პრეზიდენტი), ამანსიო ამარო (ყოფილი ფეხბურთელი), ფედერიკო ნავასო (კლუბის პირველი წევრი), ალბერტო გარსია კოლადო, ფელიპე დოს ანხოსი (საკალათბურთო გუნდის წევრი u-16), ხუანფრანი (კასტილიის კაპიტანი), ალეხანდრო ერერი (ფეხბურთელი u-12 გუნდიდან), ფელიპე რეიესი (კალათბურთის გუნდის კაპიტანი), იკერ კასილიასი, ანა ბოტელია და იგნასიო გონსალესი.

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)