ბეილი კვლავ განიხილება

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა დიდი ხანი ინტერესდებოდა ბეილის შეძენით, მაგრამ ტრანსფერის შემადგენელი ნაწილები ყოველთვის შეუთანხმებელი რჩებოდა და უელსელიც ტოტენჰემის რიგებს იცავს...


ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოდრიჩის ტრანსფერის შემდეგ ტოტენჰემსა და მადრიდის "რეალს" შორის შედარებით დათბა, ესპანური გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერი დახმარების გაწევისთვის, რომელიც მამლებს დასჭირდებათ. ამასთანავე გასახსენებელია, რომ ვან დერ ვაარტი, სწორედ "ბლანკოსიდან" აღმოჩნდა ლონდონური გუნდის შემადგენლობაში.

ახლა საქმე კვლავ გარეთ ბეილამდე მივიდა. ესპანელი საფეხბურთო ექსპერტების აზრით უელსელი ფეხბურთელი ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენს, ,მაგრამ მადრიდის "რეალს" ის არაფერში გამოადგება, რადგან მარცხენა ფლანგს დაცვაში მარსელო ვიეირა, წინა ხაზზე კი ხან კრიშტიანო რონალდო, ხანაც ანხელ დი მარია ამაგრებს, გარეთის პოზიციაზე "ბლანკოსში" ისედაც დიდი კონკურენცია გახლავთ, მაგრამ მაინც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს ბეილის გადაბირება.

გარეთის ფასი მინიმუმ 50 მილიონ ევროს შეადგენს, სხვა შემთხვევაში მას ტოტენჰემ ჰოტსპური არ შეელევა. ღირს თუ არა ამხელა თანხის გადახდა ფეხბურთელში, რომელიც გუნდს საერთოდ არ სჭირდება, რადგან მის პოზიციაზე მსოფლიოს ვარსკვლავები ჰყავს, უკვე ცალკე საკითხი გახლავთ. dle 10.1

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2012
  • 2340
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)